ტატალაშვილი და შავდათუაშვილი ალმათის გრან პრის ნახევარფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტები ნუგზარ ტატალაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი (73) ყაზახეთის ქალაქ ალმათიში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან პრიზე ნახევარფინალში გავიდნენ.

ნუგზატ ტატალაშვილი ნახევარფინალში ჩეხ იარომირ იეზეკს შეხვდება. მანამდე ტატალაშვილმა ყაზახი დიდა ხამზა, ესპანეთის წარმომადგენელი კიოში იემატსუ და უკრაინელი სერგი დრებოტი ჩამოიშორა გზიდან.

ლაშა შავდათუაშვილი კი ნახევარფინალში მონღოლ ნიამ ოჩირ საინიარგალს შეხვდება. მანამდე შავდათუაშვილმა უზბეკ გიოსჯონ ბობოევს, ჩინელ შუაი სანს და ბერძენ გეორგიოს აზოიდისს მოუგო.

რაც შეეხება 81 კგ. წონით კატეგორიას ლევან გუგავამ პირველი ორი შეხვედრა მოიგო, თუმცა შემდეგ ბრაზილიელ ლეანდრო გილჰეიროსთან დამარცხდა, ხოლო
ლაშა ზურაბიანი
პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ესპანელ ადრიან ლორენცო ნასიმიენტოსთან.
მკითხველის კომენტარები / 1 /
შავდათუაშვილი ფინალშია ტატალაშვილმა სამწუხაროდ წააგო ჩეხთან
zaza
13:05 14-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული