ადამ ოქრუაშვილი ალმათის გრან პრის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ადამ ოქრუაშვილი (+100) ყაზახეთის ქალაქ ალმათიში მიმდინარე გრან პრის ფინალში გავიდა.

ოქრუაშვილმა ნახევარფინალში თანაგუნდელს ლევან მატიაშვილს ოთხი გაფრთხილება მიაღებინა და ისე დაამარცხა. გამომდინარე აქედან მატიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, სადაც მისი მეტოქე ტუნისელი ფაისელ ჯაბალაჰი იქნება. ხოლო ოქრუაშვილი ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველ ძიუდოისტს უშანგი კოკაურს შეხვდება.

90 კგ. წონით კატეგორიაში ზვიად გოგოჭურმა პირველი მოგებული შეხვედრის შემდეგ ტაჯიკეთის წარმომადგენელთან კომრონშოხ უსტოპირიონთა დამარცხდა.

ასევე პირველი შეხვედრა მოიგო ნოდარ ბერიანმა, ხოლო მეორე შეხვედრაში უზბეკ შერალი იურაევთან დამარცხდა.

100 კგ. წონით კატეგორიაში
რეზო წულუკიძემ
ჯერ ყირგიზი სარიკხან ისმაილოვს მოუგო, შემდეგ კი კუბელ ხოსე არმენტეროსთან წააგო.

ალექსანდრე ზაალიშვილმა სტარტზე მოგების შემდეგ ტაჯიკელ საიძალოლ საიდოვთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ 14 მაისს ალმათიში ოქროს მედალი ლაშა შავდათუაშვილმა (73) მოიპოვა, იმავე წონაში ნუგზარ ტატალაშვილი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

რახ შეეხება პირველ საშეჯიბრო დღეს, ქართველი სპორტსმენები უმედლოდ დარჩენენ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გაიხარე ადამა როგორც მე გამახარე გლოცავ მილიონგერ როგორც სჰენი დედიკო ცჰემო მედუზონკა
lali koxodze
18:48 15-05-2016
0
ისე სასიამოვნოა ორ წონაში მსოფლიოს საუკეთესოებში რომ შედის ორი კაცი, მაგრამ თან დილემაცაა ამორჩევა. ამ წონაში მე უფრო მატიაშვილს დავაყენებდი – ტექნიკა მეტი აქვს, 73–ში კიდევ? ნუ, არ ვიცი. ალბათ მაინც შავდათუაშვილს – გამარჯვებულის ფსიქოლოგია აქვს
მერაბი
13:39 15-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული