"იატაკზე დააგდო და ფიზიკურად გაუსწორდა" - ტოკიოში ქართველი პარალიმპიელი ზვიად გოგოჭური დააკავეს

AutoSharing Option
ტოკიოში ქართველი პარალიმპიელი ჯუდოკა ზვიად გოგოჭური დააკავეს. როგორც NHK News-ი წერს, ზვიად გოგოჭურს ბრალად ედება სასტუმროს დაცვის თანამშრომელზე თავდასხმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი იმ სასტუმროში მოხდა, სადაც ქართველი პარაძიუდოისტები არიან. იაპონური მედიის ცნობით, გუნდის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა და ამის გამო მთლიანი ნაკრები კარანტინშია. Japantoday წერს, რომ ზვიად გოგოჭური თანაგუნდელებთან ერთად სასტუმროს დერეფანში ხმაურობდა, რის გამოც დაცვის თანამშრომელმა მათ ოთახებში დაბრუნება სთხოვა, რის შემდეგაც ზვიად გოგოჭურმა 60 წლის დაცვის თანამშრომელი იატაკზე დააგდო და ფიზიკურად გაუსწორდა. იაპონური მედიის ცნობითვე, მას ნეკნი აქვს
გატეხილი.

როგორც Japantoday წერს, ზვიად გოგოჭურმა პოლიციაში ბრალდება აღიარა და ასევე განმარტა, რომ ინციდენტის დროს თანაგუნდელებთან ერთად ალკოჰოლს სვამდა.

ზვიად გოგოჭური რიოს პარალიმპიური თამაშების ჩემპიონია, ტოკიოს თამაშებიდან კი მისი დისკვალიფიკაცია გარდაუვალია. როგორც პარალიმპიური საორგანიზაციო კომიტეტის სპიკერმა თქვა, გოგოჭური, სავარაუდოდ, სახლში გაემგზავრება, თუმცა საქმე შესაძლოა იმან გაართულოს, რომ სასტუმრომაც და დაცვის თანამშრომელმაც ქართველი პარაჯუდოკას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს და საქმე სისხლის სამართლის მუხლით არის აღძრული.

ინფორმაციის წყარო: ძიუდოს დღიურები / Judo Diaries
მკითხველის კომენტარები / 15 /
რა გჭირს? რატომ ვთავხედობთ უცხო ქვეყნებში? შე კაი კაცო, ოლიმპიადაზე მიდიხარ და სვამ? არ გვინდა თავხედი სპორტსმენები არც მათი მედლები!
.....
11:46 18-08-2021
1
როგორც ლომი ისე იბრძოდაო.. საწყალი იაპონელი გაქცევას ცდილობდა მარა ვინ გაუშვებდა?
ვინცხას უყვირია, მაგი თუ ადგა ყველას დაგვხოცავს, იაპონიაში ეს კაცი პირველი კარატისტიაო !
... და აბა მითხარით, ჩვენებს სხვა გზა ქონდათ? მართლა კარატისტი რომ ყოფილიყო, მერე სად უნდა გამოეყოთ თავი? მოკლედ გოგოჭურმა გვასახელა, თორემ.
კ ო მ ბ ლ ე
22:25 17-08-2021
2

სიახლეები პოპულარული