ვარშავის მსოფლიოს თასზე წამსვლელთა შემადგენლობა გამოცხადდა: დავით ასუმბანი (60), გიგა შოშიაშვილი (66), ამბაკო ავალიანი, თენგიზ პაპოშვილი (73), პაატა ღვინიაშვილი (81), გიორგი ცოციაშვილი (90), დავით ლორიაშვილი (100), ადამ ოქრუაშვილი (+120).
ეს ეგრეთ წოდებული B ნაკრებია ანუ სათადარიგოები, თუმცა მასში რამდენიმე ლიდერიცაა - ასუმბანი, პაპოშვილი, ავალიანი თავიანთ წონებში ამის საფუძვლიან პრეტენზიას აცხადებენ. დანარჩენები ჯერ წონების პირველ ნომრებად არ მოიაზრებიან, მაგრამ სატურნირო პრაქტიკის მიღების შანსს აძლევენ. იმათგან ღვინიაშვილი საქართველოს ვიცე-ჩემპიონია, ცოციაშვილი - ბრინჯაოს მედალოსანი.
ამ გუნდიდან წლეულს უცხოეთში მხოლოდ სამმა იჭიდავა - ასუმბანმა,
პაპოშვილმა და ოქრუაშვილმა, დანარჩენებისთვის კი ეს პირველი საზღვარგარეთული შეჯიბრება იქნება. ტურნირი 26-27 თებერვალს გაიმართება, ნაკრებს კი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური უხელმძღვანელებს, რადგან ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერი გუნდთან ერთად იაპონიაშია. ნაკრები იქ დიუსელდორფიდან გაფრინდა ერთობლივ შეკრებაზე, სადაც ზაიზენბახერმა გერმანიაში ნაჭიდავები შემადგენლობა წაიყვანა ასუმბანისა და მძიმეწონოსან ზვიად ხანჯალიაშვილის გამოკლებით - ამირან პაპინაშვილი (60), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ლევან წიკლაური, ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ირაკლი ცირეკიძე (100), ნოდარ მეტრეველი (+100).
.