ამ კუთხით აქამდეც ძალიან ბევრი გაკეთდა, თუმცა ფედერაცია კვლავაც არ აგდებს აღებულ ტემპს.
ამ მიმართულებით ბოლო 10-დღიან მონაკვეთშიც ბევრი საქმე გაკეთდა - ჯერ თბილისის შემოგარენში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში დაიწყო ძიუდოს დარბაზის მშენებლობა, მერე ყვარელში, სოფელ ენისელში ჩაეყარა ანალოგიურ საქმეს საფუძველი, წინა ხუთშაბათს კი თბილისში, მუხიანში ოფიციალურად გაიხსნა ძიუდოს ახალი დარბაზი.
თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა - გუშინ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით
მიმდინარე კვირის დამამთავრებელი აკორდი 28 ოქტომბერს, ძიუდოს საერთაშორისო დღეს გორში გასამართავი ღონისძიება იქნება, სადაც ოფიციალურად გაიხსნება ახალი დიდი დარბაზი.
სოფლის თუ ქალაქის უბნების სავარჯიშო დარბაზებისგან განსხვავებით, ის გაცილებით მაღალი დონის და სულ სხვა დატვირთვის მატარებელი იქნება - გათვლილია უცხოური შეჯიბრებების ჩატარებაზე და ერთობლივი შეკრებების მასპინძლობაზე. ის მართლაც დიდი შენაძენი იქნება ქართული ძიუდოსთვის.
თუმცა შენაძენი და დიდი საქმე ნებისმიერი დარბაზია, განუზომლად მისი მასშტაბებისა. ცხადია, ადგილობრივ ხელისუფალთა დახმარების გარეშე ფედერაცია ამდენს ვერ შეძლებდა.
მაგალითად, სართიჭალაში დარბაზის მშენებლობის დაწყებას მხარის გუბერნატორი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი, ახლო წარსულის ცნობილი ფეხბურთელი გოჩა ჯამარაული დაესწრნენ.
თავისი მასშტაბებით ეს დარბაზიც დიდი იქნება - ის 100 ბავშვზეა გათვლილი და მისი მშენებლობა გაისად დასრულდება. მუხიანში დარბაზი 175-ე საჯარო სკოლასთან არსებული საქვაბეს შენობაში კეთილმოეწყო. ეს შესაძლებელი გახდა ძიუდოს ფედერაციის სპონსორების - "ზედაზენისა" და "პე-ეს-პე"-ს სასპონსორო თანხებით, ხოლო შენობის გაწმენდა-გარემონტებაში სხვებთან ერთად აქტიურად მუშაობდნენ ასევე ახლო წარსულში ძიუდოისტი ძმები: ხვიჩა, გოჩა და უჩა ხუციშვილები. ამ დარბაზშიც ისინი იმუშავებენ მწვრთნელებად.
ვახანშიც გამოიძებნა ფართობი ძიუდოს დარბაზის მოსაწყობად. მწვრთნელიც ჰყავთ - ვეტერანი ძიუდოისტი, რომელსაც ფედერაცია უახლოეს პერიოდში გადაამზადებს, დარბაზს კი კიმონოებით მოამარაგებს.
ფედერაცია ამაზე გაჩერებას არ აპირებს და მალე კიდევ ბევრი ახალი ბაზა გაიხსნება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
რავა ყველა მანდ ეტენება როენას გარდა