საქართველოდან იქ გორის გუნდი წავიდა გია თენაძის ხელმძღვანელობით, რომელიც ნაწილობრივ ადგილობრივმა ხელისუფლებამ დააფინანსა, ნაწილი კი თავისი ხარჯებით გაემგზავრა.
ტიუმენში არმაზ არჩუაძე (60), გიორგი რევაზაშვილი, ალექსანდრე კაიდარაშვილი (ორივე - 66), ლევან ფსუტური (73), დავით კუდუხაშვილი (81) და ნოდარ კუთხაშვილი (90) იჭიდავებენ.
შეჯიბრების შემდეგ იქ ს
წლევანდელ ტურნირს საპატიო სტუმრების რანგში დაესწრებიან ოლიმპიური ჩემპიონები: მანსურ ისაევი და ხასან ხალმურზაევი, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის გამარჯვებული ალექსანდრ მიხაილინი და მსოფლიოს მედალოსანი მუსა მოგუშკოვი.
უცხოეთში ერთობლივ შეკრებაზეა წასული ქალთა ნაკრების ლიდერი მარიამ ჯანაშვილიც (52). ის 23-წლიანთა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 11-13 ნოემბერს თელ ავივში გაიმართება და ჯანაშვილიც იქ ემზადება. მანამდე ის ესპანეთში იყო წასული უცხოურ კემპზე, ვინაიდან საქართველოში თავისი საფერი სპარინგ-პარტნიორები არ ჰყავს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"