"ოქროს ლიგა": "საგარეჯო" ჩემპიონია, "მებრძოლი" - ბრინჯაოს პრიზიორი [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტოზე: "საგარეჯო სუპერსტარი"
17 დეკემბერს, ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში გამართულ ევროპის საკლუბო პირველობის "ოქროს ლიგაში" წარმატებით იასპარეზეს ძიუდოს ქართულმა კლუბებმა - "საგარეჯო სუპერსტარმა" და "მებრძოლმა". ბრძოლას ნაადრევად მხოლოდ "შევარდენი" გამოეთიშა.

"საგარეჯო" "ოქროს ლიგის" გამარჯვებული გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში რუსულ "იავარა ნევას" სძლია - 3:2. გადამწყვეტ შეხვედრაში, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ლევან მატიაშვილმა ბრწყინვალე გდებით დაღესტნელი რენატ საიდოვი დაამარცხა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლიგის შარდანდელმა გამარჯვებულმა "მებრძოლმა" კი წელს ბრინჯაო გერმანულ "აბენსბერგთან" მოგებით (4-1) დაისაკუთრა.

Sportall.Ge
ფოტოზე: "მებრძოლი"

საგარეჯო

66
კგ. ნიჯატ შიხალიზადა, ბაგრატ ნინიაშვილი
73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ. რომან მასტოპულოსი, გიორგი კაციაშვილი
90 კგ. ბექა ღვინიაშვილი
+100 კგ. ლევან მატიაშვილი, გუგა კიბორძალიძე

მებრძოლი
66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი, ამირან პაპინაშვილი
73 კგ. შალვა ქარდავა
81 კგ. ლაშა ზურაბიანი, ზებედა რეხვიაშვილი
90 კგ. ავთანდილ ჭრიკიშვილი
+100 კგ. ადამ ოქრუაშვილი, ვალერი ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი, ვახტანგ ოქრუაშვილი

შევარდენი
66 კგ. თორნიკე ნაგლიაშვილი, გელა კელიხაშვილი
73 კგ. ფრიდონ გიგანი, გიგა გიგაური
81 კგ. ლევან გუგავა
90 კგ. უშანგი მარგიანი, ონისე სანებლიძე, გიორგი გველესიანი.
მკითხველის კომენტარები / 8 /
გენაცვალეთ, ბიჭებო! თქვენა ხართ ჩვენი, ქართველების სიამაყე! აი, ძმაო, სპორტი, რომელშიც არ გვჭირდება წარამარა თავის დამშვიდება, რო ღირსეულად წავაგეთ.
giglia
23:37 17-12-2016
0
იმ სპორტს უნდა მივდიოთ რომლებშიც მაგრები ვართ,ყოჩაღ,
გოგა
20:56 17-12-2016
0

სიახლეები პოპულარული