17 დეკემბერს, ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში გამართულ ევროპის საკლუბო პირველობის "ოქროს ლიგაში" წარმატებით იასპარეზეს ძიუდოს ქართულმა კლუბებმა - "საგარეჯო სუპერსტარმა" და "მებრძოლმა". ბრძოლას ნაადრევად მხოლოდ "შევარდენი" გამოეთიშა.
"საგარეჯო" "ოქროს ლიგის" გამარჯვებული გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში რუსულ "იავარა ნევას" სძლია - 3:2. გადამწყვეტ შეხვედრაში, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ლევან მატიაშვილმა ბრწყინვალე გდებით დაღესტნელი რენატ საიდოვი დაამარცხა.
ლიგის შარდანდელმა გამარჯვებულმა "მებრძოლმა" კი წელს ბრინჯაო გერმანულ "აბენსბერგთან" მოგებით (4-1) დაისაკუთრა.
ფოტოზე: "მებრძოლი"
საგარეჯო
66
73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ. რომან მასტოპულოსი, გიორგი კაციაშვილი
90 კგ. ბექა ღვინიაშვილი
+100 კგ. ლევან მატიაშვილი, გუგა კიბორძალიძე
მებრძოლი
66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი, ამირან პაპინაშვილი
73 კგ. შალვა ქარდავა
81 კგ. ლაშა ზურაბიანი, ზებედა რეხვიაშვილი
90 კგ. ავთანდილ ჭრიკიშვილი
+100 კგ. ადამ ოქრუაშვილი, ვალერი ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი, ვახტანგ ოქრუაშვილი
შევარდენი
66 კგ. თორნიკე ნაგლიაშვილი, გელა კელიხაშვილი
73 კგ. ფრიდონ გიგანი, გიგა გიგაური
81 კგ. ლევან გუგავა
90 კგ. უშანგი მარგიანი, ონისე სანებლიძე, გიორგი გველესიანი.