ამ დღეებში გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზში ფალავანთა ჩვეული სიმრავლეა, თუმცა ამჯერად აქ მხოლოდ ადგილობრივი სპორტსმენები როდი ვარჯიშობენ. რამდენიმე დღეა, მათთან ერთობლივ შეკრებას გადიან აზერბაიჯანის, საბერძნეთის და თურქმენეთის ახალგაზრდა ძიუდოისტები. თურქმენები გორში პირველად ჩამოვიდნენ, აზერბაიჯანელებისა და ბერძნებისთვის კი ეს უკვე ტრადიციაა. განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა გორელებს აზერბაიჯანელებთან ჩამოუყალიბდათ. ისინი ტურნირებზეც ხშირად სტუმრობენ ერთმანეთს. რამდენიმე კითხვით მივმართეთ ამჟამად გორში მყოფ ბაქოს მე-16 სპორტული სკოლისა და ამავე ქალაქის ძიუდოს კლუბ `იესაულის~ მწვრთნელებს ზაურ ბაბაევს და ვუგარ ალიევს.
_ ზაურ ბაბაევი: ამ პატარა
ვუგარ ალიევი: კლუბი `იესაული~, რომელსაც მე წარმოვადგენ, ათი წლისაა, აზერბაიჯანის ასაკობრივ ნაკრებებშიც გვყავს წარმომადგენლები და უფროსთა გუნდშიც. ჩვენი შეგირდი ელმან ნასიმოვი ევროპის ჩემპიონია, გვყავს კონტინენტის პრიზიორებიც. გორში შეკრებებთან ერთად შეჯიბრებშიც ვმონაწილეობთ და აქაურებსაც ხშირად ვეპატიჟებით აზერბაიჯანში ტურნირებზე.
_ ამ ეტაპზე რომელი შეჯიბრებებისთვის ემზადებით?
_ ვ. ალიევი: ერთ თვეში ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატია კადეტებსა და ახალაგაზრდებს შორის. ოქტომბერში მსოფლიოს თასია დიდებში, წლის მიწურულს კი უფროსებს, ახალგაზრდებსა და კადეტებს შორის ბაქოს ღია საერთაშორისო ტურნირები გველის. ერთობლივი წვრთნები ორივე მხარეს აუცილებლად სასიკეთოდ წაგვადგება.
ზ. ბაბაევი: თქვენმა ძიუდოისტებმა აზერბაიჯანში გამართულ რამდენიმე საერთაშორისო შეჯიბრებაში გამოიჩინეს თავი და შინ მედლებით დაბრუნდნენ. მათი მიღწევები ცნობილია კავკასიის ფარგლებს გარეთაც.
_ აზერბაიჯანის თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრები დიდწილად ჩრდილოკავკასიელი ფალავნებითაა დაკომპლექტებული. ძიუდოს გაძლიერებაზეც ხომ არ ფიქრობენ?
_ ვ. ალიევი: გეთანხმებით, თავისუფალ ჭიდაობაში ლეგიონერი ბევრია, თუმცა ძიუდოში ასეთ მიდგომას საჭიროდ არ მიიჩნევენ. ჩვენთან ყველა ადგილობრივი სპორტსმენია და მხოლოდ ამ გზით გავდივართ ფონს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავისუფალ ჭიდაობაში ლეგიონერების დახმარებით ადგილობრივი ბავშვებიც მოძლიერდნენ და ვფიქრობ, მომავალში აღარ იქნება აუცილებელი უცხოელთა ნაკრებში მოწვევა.
_ ფინანსური თვალსაზრისითაც თავისუფალი ჭიდაობა ალბათ ძიუდოზე უკეთაა უზრუნველყოფილი...
_ ზ. ბაბაევი: არც ჩვენ გვაქვს ამ მხრივ ცუდად საქმე, მაგრამ თუ შევადარებთ, თავისუფალი ჭიდაობა აზერბაიჯანში არა მხოლოდ ძიუდოზე, ყველა სპორტის სახეობაზე პრიორიტეტულად მიიჩნევა, კარგად ფინანსდება და იმიტომაც დაუდგათ მათ წარმატებების ხანა.