განმარტება: ქართველი მოჭიდავეები შეკრებას ოკუპირებულ ყირიმში არ გაივლიან

AutoSharing Option
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია განმარტავს, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მზადებას არა ოკუპირებულ ყირიმში მდებარე ალუშტას ბაზაზე, არამედ რუსეთის ფედერაციაში, ადლერში გაივლის.

ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ წინა დღეს გააკეთა განცხადება, რომ ჩვენი ნაკრები ალუშტაში გაივლიდა შეკრებას, რამაც გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია. ფედერაციის პრესსამსახურის განმარტებით კი, ეს იყო მექანიკური შეცდომა, რომელიც საუბრისას იქნა დაშვებული.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა უფროსი ასაკის ნაკრები რამდენიმე დღეა უკვე ევროპის ჩემპიონატისთვის ადლერში შეკრებაზე იმყოფება, ხოლო დღეს გუნდს 23 წლამდე ასაკის წევრებიც შეუერთდებიან, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაიწყებენ მზადებას.
მკითხველის კომენტარები / 14 /
დაწნარდი ერი...სამაგიეროდ ოკუპანტის ტერიტორიაზე გაივლიან!!! ვინ ლობირებს ამას?!!
0
აუუფ,


ვითომ ურუსეთი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა იყოს და...ქართველთა გულშემატკივარი?!

რაო სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვაა ხომ?!...

glaxuna
17:41 05-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული