გედეხაურიდან გედეხაურამდე - ტრადიცია გრძელდება

AutoSharing Option
ამ უქმეებზე დიღმის ძიუდოს აკადემიამ ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელიც ერთ-ერთი საკვანძო შეჯიბრებაა ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე წასაყვანი გუნდის ჩამოსაყალიბებლად. თავის მხრივ, ამ მიზანმა მოზარდებზეც იმოქმედა და ჩემპიონატში 207 ფალავანი მონაწილეობდა.

დაახლოებით ერთი თვის წინათ ამ ასაკის მოჭიდავეებმა გლდანში, ოლმპიურ ბაზაზე მაისურაძის სახელობის მემორიალში იჭიდავეს. ახლანდელ მედალოსანთა შორის ბევრი მაშინდელი პრიზიორიც მოხვდა, ახალი სახელებიდან კი ერთზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას - 100-ში გამარჯვებულ ზურაბ გედეხაურზე, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონ გურამ გედეხაურის შვილია. ვეტერანი მოჭიდავე ათწლეულებია, მოსკოვში ცხოვრობს. ის დღესაც იქაა, თუმცა
ცოლ-შვილი უკვე გამოუშვა თბილისში და ახლო მომავალში, ალბათ, თავადაც დაბრუნდება, მანამდე კი მისმა შვილმა პირველი ხმამაღალი სიტყვა თქვა ქართულ საჭიდაო სარბიელზე.

ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებამდე ბევრი დროა, ნაკრების კანდიდატები იქამდე კიდევ რამდენიმე ტურნირში გამოვლენ. გუნდიც საბოლოოდ ამის შემდეგ დაკომპლექტდება. 7 აპრილიდან ისინი დუშეთში შეკრებას დაიწყებენ, მერე კი ბაქოში იასპარეზებენ.


კვარცხლბეკი. ბიჭები.
42 კგ. 1. რამაზ ზოიძე, 2. ირაკლი შავაძე, 3. გიზო მელაძე (სამივე - აჭარა), დავით ჩხარტიშვილი (ოზურგეთი).
46 კგ. 1. ბაკურ გოგოლი (სენაკი), 2. ლეონ ხოზრევანიძე (აჭარა), 3. გიორგი მელია (სამტრედია), აკაკი ჩანჩიბაძე (ოზურგეთი).
50 კგ. 1. ედნარ შავაძე (აჭარა), 2. ბექა ბალანჩივაძე (წყალტუბო), 3. გია ბილვანიძე (აჭარა), გიორგი ხუჭუა (ოზურგეთი).
54 კგ. 1. გიორგი ტოტიკაშვილი (გარდაბანი), 2. მურთაზ ჩაბრავა (სენაკი), 3. თემურ კვაჭაძე (ოზურგეთი), მურად მიქელაძე (აჭარა).
58 კგ. 1. ლერი მარიამიძე (თბილისი), 2. გიორგი ჯაფარიძე (ოზურგეთი), 3. შმაგი ბოლქვაძე, გელა ბოლქვაძე (ორივე - აჭარა).
63 კგ. 1. გიორგი თოიძე (ოზურგეთი), 2. იონა ფირცხალავა (წყალტუბო), 3. ვლადიმერ კირტავა (აბაშა), გია ჩხაიძე (აჭარა).
69 კგ. 1. ნიკა ფირცხალავა (წყალტუბო), 2. გიორგი ჩხარტიშვილი (აჭარა), 3. ნიკა გავაშელი (თბილისი), შალვა ხაჩიძე (ბორჯომი).
76 კგ. 1. ლაშა გობაძე (აჭარა), 2. არჩილ შენგელია (სენაკი), 3. დავით ზვიადაური (რუსთავი), თორნიკე მაზმიშვილი (თბილისი).
85 კგ. 1. კუკური კირცხალია, 2. ნიკოლოზ კახელაშვილი (ორივე - თბილისი), 3. ირაკლი კოვზირიძე (წყალტუბო), გიორგი მდინარაძე (ოზურგეთი).
100 კგ. 1. ზურაბ გედეხაური, 2. ბექა კანდელაკი (ორივე - თბილისი), 3. მირიან კომახიძე (აჭარა), თორნიკე ბაბუნაშვილი (წყალტუბო).


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული