რევაზ ლაშხი ევროპის ჩემპიონია

AutoSharing Option
დორტმუნდში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც ქართველი მოჭიდავეებისათვის ყველაზე წარმატებული ტურნირის ბოლო დღე გამოდგა.

3 აპრილს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 60 კგ. წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონობა რევაზ ლაშხმა მოიპოვა. ლაშხმა ფინალში ბულგარელი ივო სერაფიმოვ-ანგელოვი 2 სეტში (1:0, 2:0) დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

ფინალამდე ლაშხმა ნახევარფინალში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, აზერბაიჯანელი ჰასან ალიევი დაამარცხა, მეოთხედფინალში ასევე ტიტულოვან რუმინელს - ეუსებიუ დიაკონუს აჯობა, მერვედფინალში პოლონელი, პირველ წრეში კი ფრანგი მოწინააღმდეგე ჩამოიცილა გზიდან.

3 აპრილს ხალიჩაზე ოლიმპიური ჩემპიონი
- მანუჩარ კვირკველია და 2010 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - სოსო ჯაბიძეც გავიდნენ, თუმცა უშედეგოდ იჭიდავეს.

აღსანიშნავია, რომ რევაზ ლაშხის მოპოვებული ოქროს მედალი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველი ოქროა საქართველოს ნაკრებისათვის 2007 წლის წარმატების (მანუჩარ კვირკველია, რამაზ ნოზაძე) შემდეგ.

ჯამში, ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატი 1 ოქროს, 2 ვერცხლის (თავისუფალი სტილი - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, დავით მარსაგიშვილი) და 1 ბრინჯაოს (თავისუფალკი სტილი - დავით ხუციშვილი) მედლით დაასრულეს.


msy.gov.ge






.
მკითხველის კომენტარები / 2 /
REVAZ GILOCAVT LONDONIDAN,OLIMPIADAZE CARMATEBAS GISURVEBT DA CHVENC VGERDCHI AMOGIDGEBIT, GAIXARE.
drinjo
23:38 04-04-2011
0
რეზი ძალიან გაგვახარე მიღწეული შედეგით გილოცავ შენ და ყველა შენ გულშემატკივარს ამ წარმატებას. უფალს გაგაძლიეროს წინ სტამბოლი და ლონდონია.. წარმატებას გისურვებ მუდამ , სულ გამარჯვებებით გაგვახარე
Dima
18:02 05-04-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული