ჩვენებურები ყველაზე დიდი წარმატებით 84 კილოგრამში გამოვიდნენ, სადაც ქართული ფინალი გაიმართა - ახალგაზრდებში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა დავით ჩაკვეტაძემ თორნიკე ძამაშვილი დაამარცხა.
ვერცხლის მედლები მოიპოვეს აგრეთვე: გიორგი დავითაიამ (66), სანდრო დიხამინჯიამ (96) და სერგო გოგისვანიძემ (120), მესამე პრიზიორები კი თორნიკე ტოტიკაშვილი (55), ქემალ ხარაბაძე (60), საჩინო დავითაია (66), ზურაბ დათუნაშვილი (74), იაკობ და ირაკლი ქაჯაიები
აქვე შეგახსენებთ, რომ ჭაბუკებში ტურნირის მესამე პრიზიორი გახდა ტოტიკაშვილის უმცროსი ძმა გიორგი ტოტიკაშვილიც. (54).