ჩვენების დღევანდელი მონაგარი 3 მედალია იმის მიუხედავად, რომ ოთხიდან ერთ წონაში მონაწილე არ გვყავდა. ვიცე-ჩემპიონი ამირან შავაძე (55) გახდა, როინ ძირკვაძემ (66) და ილია კანდელაკმა (84) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩვენებმა 5 ჯილდო დაისაკუთრეს - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ჩემპიონები გოგიტა გოგიბერაშვილი (60) და იაკობ ქაჯაია (96) გახდნენ, ირაკლი ქაჯაია (96) მეორეზე გავიდა, ფირუზ წულუკიძემ და დავით თურქიშვილმა