ახალგაზრდების საევროპო განაცხადი

AutoSharing Option
ახალგაზრდა ბერძენ-რომაელთა თავკაცმა ვლადიმერ ადეიშვილმა დაასახელა 21-26 ივნისს სერბულ ზრენჯანინში გასამართ თანატოლთა ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა: ნიკოლოზ ცეცხლაძე (50), თორნიკე ტოტიკაშვილი (55), გოგიტა გოგიბერაშვილი (60), საჩინო დავითაია (66), ზურაბ დათუნაშვილი 974), დავით ჩაკვეტაძე (84), სანდრო დიხამინჯია (96), სერგო გოგისვანიძე (120).

ამ ტურნირიდან დაახლოებით ერთ თვეში ახალგაზრდებს მსოფლიოს პირველობა. ამიტომ მწვრთნელი ვლადიმერ ადეიშვილი ორ-ორ შემადგენლობას არჩევს. სწორედ ამის გამოა, რომ ამჯერად ნაკრებში საქართველოს რამდენიმე ჩემპიონი ვერ მოხვდა და მათი ადგილი ვერცხლის მედალოსნებმა დაიკავეს - მწვრთნელი ლიდერებს მსოფლიოსთვის ინახავს, თუმცა არაა გამორიცხული,
აქ თუ ვინმე განსაკუთრებით წარმოაჩენს თავს, იქაც წავიდეს.

ასევე ევროპა-მსოფლიოს პირველობებისთვის ემზადება ჭაბუკ ბერძენ-რომაელთა ნაკრებიც, რომელიც სულ მალე თურქეთში, კუშადასში გაემგზავრება საერთაშორისო ტურნირზე. ვაჟა კრავეიშვილმა იქ წასაყვანად შემდეგი შემადგენლობა შეარჩია: გიზო მელაძე (42), ლეონ ხოზრევანიძე (46), ედნარ შავაძე (50), გიორგი ტოტიკაშვილი (54), ლაშა მარიამიძე, შმაგი ბოლქვაძე (ორივე - 58), ვლადიმერ ქიქავა (63), ნიკა ფირცხალავა (69), ლაშა გობაძე (76), კუკური კირცხალია, გიორგი კოვზირიძე (85), ბექა კანდელაკი, თორნიკე ბაბუნაშვილი (+85).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული