პირველი ოქროებით გოგიტაძემ და მოძმანაშვილმა გაგვახარეს

AutoSharing Option
თბილისის სპორტის სასახლეში დღეს დაწყებულ გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" გათამაშებაში ქართველმა ფალავნებმა პირველი ოქროს მედლები მოიპოვეს.

ჩემპიონობა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გოგიტაძემ (55 კგ) და თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მოძმანაშვილმა (120 კგ) მოიპოვეს, რომლებმაც ფინალურ ორთაბრძოლებში, შესაბამისად, ირანელ ბაგერ ტავაკოლიანსა და ბელარუს ალექსეი შემაროვს სძლიეს.

ოქროს მედლების მოპოვებასთან ახლოს არიან მურად აბულაძე (66 კგ) და ირაკლი ქაჯაია (96 კგ). ჩვენებურთა მეტოქეები ფინალში ირანელი ფალავნები, ომიდ ნოროზი და მაჰბი ალიარი არიან.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრში, რომელიც დღეს
დაიწყო და სამ დღეს გასტანს, 15 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული