თბილისის "გრან-პრის" დასკვნითი დღე ოქროს გარეშე

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა "თბილისის "ოქროს გრან-პრის" დღევანდელი დასკვნითი დღე ოქროს მედლის გარეშე დაასრულეს.

ფინალში ოთხმა ქართველმა იჭიდავა. ბერძნულ რომაულ სტილში ირაკლი ჭოჭუა (55 კგ) უზბეკ იუშოდ არიდოვთან დამარცხდა, ლევან ნადარეიშვილი (84) და გოჩა ლომთათიძე (74), თურქ მეტოქეებთან - ბოლუკბასი იბრაჰიმთან და დელირჩინ ბატუხანთან დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრების კანდიდატებმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მესამე ადგილი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ჯემალ ხარაბაძემ (60 კგ), მათე სოხაძემ (84) და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი მარსაგიშვილმა (74) დაიკავეს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
2 ადგილზე გასული სად არის???
0
სტატია გაასწორეთ!!!! გამოგრჩათ სხვა ქართველი პრიზიორები!!!!!!!!!!!
wrestling
22:24 12-06-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული