ფინალში ოთხმა ქართველმა იჭიდავა. ბერძნულ რომაულ სტილში ირაკლი ჭოჭუა (55 კგ) უზბეკ იუშოდ არიდოვთან დამარცხდა, ლევან ნადარეიშვილი (84) და გოჩა ლომთათიძე (74), თურქ მეტოქეებთან - ბოლუკბასი იბრაჰიმთან და დელირჩინ ბატუხანთან დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრების კანდიდატებმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მესამე ადგილი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ჯემალ ხარაბაძემ (60 კგ), მათე სოხაძემ (84) და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი მარსაგიშვილმა (74) დაიკავეს.