ასეთი სასჯელი სპორტსმენმა გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის "ოქროს დიდ პრიზზე" ჩადენილი არასპორტული საქციელისთვის დაიმსახურა - მეოთხედფინალში ირანელ საეიდ აბდვალისთან შეხვედრაში მსაჯ ალეკო პატარქალიშვილს ხელი დაარტყა. ჩხუბი დიდ არეულობაში გადაიზარდა, მასში ტრიბუნებიც ჩაერთნენ, თუმცა ინციდენტი მალევე განიმუხტა.
დათუნაშვილი ამჯერად სამუდამო დისკვალიფიკაციას იმიტომ გადაურჩა, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის დებულება მსგავს უმკაცრეს განაჩენს არ ითვალისწინებს. თუმცა ფედერაცია ამ ხარვეზის გამოსწორებას აპირებს და მომავალში არც ასეთი სახის სასჯელია გამორიცხული.
ამ