საასპარეზოდ ჩავიდნენ: თბილისის 2, ქუთაისის, სენაკის, თერჯოლის, ბორჯომის, ზესტაფონის, ხაშურის, სამტრედიის, წყალტუბოს, სართიჭალის და ჩხოროწყუს ჭაბუკი ფალავნები.
პირადი პირველობა 1997-1999 და 1994-1996 წლებში დაბადებულთა შორის გაიმართა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ტურნირი სანიმუშოდ იყო ორგანიზებული.
ტურნირზე საგანგებოდ ჩამოვიდნენ საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მსოფლიოს ჩემპიონი თემო ყაზარაშვილი, მსოფლიოსა და ევროპის
რაიდი აბრამიშვილმა მშობლიურ ჭიათურაში მწვრთნელ შოველ ხვედელიძესთან დაიწყო ვარჯიში. თბილისში კი მას ვლადიმერ მაისურაძე და ვლადიმერ კანკავა წვრთნიდნენ. ის 21 წლის ასაკში გახდა სსრკ ჩემპიონი (1977), იყო ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის და მსოფლიოს პირველობის ვერცხლის მედალოსანი.
I ტურნირი ჭიათურაში ჩატარდა იაშვილის ქუჩაზე მდებარე დახურულ საზაფხულო დარბაზში, რომელიც უნიკალურია და რეგიონში სადმე სპორტული დარბაზის აშენებას თუ დააპირებენ, სასურველია მაგალითი ჭიათურლებისგან გადაიღონ.
ჭიათურის ხალიჩაზე დიდი წარმატებით იჭიდავეს სართიჭალელებმა (გარდაბანი). აქაურებს თავის დროზე კარგი მაგალითი მისცეს სართიჭალაში აღზრდილმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ალექსანდრე დოხტურიშვილმა და მსოფლიოს ჩემპიონმა გურამ გედეხაურმა...
სხვათა შორის, ჭიათურის გარდა, აქაურ სოფელ ბერეთისაშიც ვარჯიშობენ მოსწავლეები ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში (მწვრთნელი გელა ტაბატაძე).
რაიდი აბრამიშვილმა ტურნირზე საკუთარი თასი დააწესა და უმცროს ასაკში ერთ-ერთ გამარჯვებულს - ოთარ შეყილაძეს (66) გადასცა.
უფროს ასაკში კი სპეციალური თასით დაჯილდოვდა ლაშა ჭარბაძე (69).
ორგანიზატორებმა, მსაჯებმა, მწვრთნელებმა და თვით რაიდი აბრამიშვილმა მოილაპარაკეს, რომ ტურნირი ჭიათურაში ყოველ წელიწადს ჩატარდება და მომავლისთვის შესაძლოა აზერბაიჯანის, თურქეთის და სომხეთის ჭაბუკებიც მოიწვიონ საასპარეზოდ...
გამარჯვებულები
1997-1998-1999 წლებში დაბადებულთა შორის: საბა კიკაძე (20 კგ. თბილისი), დიმიტრი ხაჩიძე (23, ბორჯომი), გიორგი ჩხიკვაძე (26, სენაკი), ავთანდილ ბიძინაშვილი (29, სართიჭალა), თემურ გოგია (32), საბა ბაბილუა (35), გივი სიმონია (38, სამივე-სენაკი), აივენგო რიკაძე (42,), გიორგი კურტანიძე (47, ორივე-სართიჭალა), რამაზ კვეტენაძე (53), ჯუმბერ ჩეჩელაშვილი (59, ორივე-ქუთაისი), ოთარ შეყილაძე (66, ჭიათურა), ელდარ ვაჩეიშვილი (73, სამტრედია), დავით ხრდაევი (85, თბილისი).
1994-1995-1996 წლებში დაბადებულთა შორის: ლაშა ციცქიშვილი (46, ჭიათურა), ბაკურ გოგოლი (50, სენაკი), დავით სანიკიანი (54, ქუთაისი), ირაკლი თარხნიშვილი (58), გიორგი ფოცხვერაშვილი (63, ორივე-სართიჭალა), ლაშა ჭარბაძე (69, თბილისი), იონა ფირცხალავა (74, წყალტუბო) და თენგო ძებნიაური (85, თბილისი).
გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"