მასში საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით გამოვა: ნიკოლოზ ცეცხლაძე (50), თორნიკე ტოტიკაშვილი (55), გოგიტა გოგიბერაშვილი (60), საჩინო დავითაია (66), ზურაბ დათუნაშვილი (74), დავით ჩაკვეტაძე (84), სანდრო დიხამინჯია (96) და სერგო გოგისვანიძე (120).
ნაკრების თავკაცმა ვლადიმერ ადეიშვილმა ლიდერთა უმეტესობა ანუ საქართველოს ჩემპიონები მსოფლიოს პირველობისთვის შემოინახა, რომელიც ერთ თვეში - 26-31 ივლისს ბუქარესტში ჩატარდება. თუმცა ახლაც ჭიდაობს ქვეყნის პირველობის რამდენიმე გამარჯვებული და არც ისეა საქმე,
აი, სხვა საკითხია, დროის ასეთ მცირე შუალედში რამდენად მიზანშეწონილია ამ დონის ორ შეჯიბრებაში მონაწილეობა. ამხელა დატვირთვას არათუ ახალგაზრდებს, უფროსებსაც კი არიდებენ. თან ჩვენთან არც სპორტსმენთა კონტიგენტია იმდენად დიდი, რამდენიმე სრულფასოვანი კანდიდატი გვყავდეს, თორემ ვისაც დიდი არჩევანი აქვს, იცოცხლეთ, იმათთვის კარგიცაა - ორ-ორ შემადგენლობას ზრდიან. ასეთი შემჭიდროებული ვადების გამო ორ გუნდს ჩვენი მწვრთნელებიც ამზადებენ, მაგრამ როცა თავს ზევით სხვა ძალა არაა...
შემადგენლობის შესარჩევად ადეიშვილის დიდი არჩევანი ჰქონდა - საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ შეგირდები რამდენიმე უცხოურ ტურნირშიც გამოსცადა. თანხების ეკონომიის მიზნით თურქეთში გასამართი შეჯიბრება გამოტოვა კიდეც, დაზოგილი თანხით კი აზერბაიჯანსა და სომხეთში წაიყვანა გუნდი ანუ დამატებითი სტარტი გამოუვიდა. საბედნიეროდ, შეგირდებმა ლამის ყველა ტურნირზე გაუმართლეს იმედები.
ცხადია, ცალკეული ჩავარდნები იყო, მაგრამ მთლიანობაში მაინც ძალზე დამაიმედებელი სურათი დაიხატა - აშკარად გამოჩნდა, რომ, "თავისუფლებისა" არ იყოს, აქაც ნიჭიერი თაობა მოდის. ამ ტენდენციის დაგვირგვინება გივი კარტოზიას სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" ტურნირი იყო თბილისში, სადაც ახალგაზრდული ნაკრების წევრები წარმატებით გამოვიდნენ. მონაწილეთა შორის სერბული გუნდის რამდენიმე წევრიც ვიხილეთ, რომლებმაც, მართალია, წააგეს, მაგრამ საერთო ახალგაზრდული სურათი მაინც კარგი იყო.
სერბეთში ხვალ 50, 60, 74 და 96 კილოგრამის ფალავნბი იჭიდავებენ, დანარჩენები კი ზეგ იასპარეზებენ, ჩემპიონატის დახურვის დღეს.
ევროპის შარშანდელ პირველობაზე ჩვენმა ახალგაზრდებმა 1 ოქრო და 2 ვერცხლი მოიპოვეს. ჩემპიონი ვასილ იმერლიშვილი (96) გახდა, მეორე ადგილზე კი თორნიკ მახარაძე (50) და საჩინო დავითაია (66) გავიდნენ. როგორც ვხედავთ, ამ სამეულიდან წლევანდელ ნაკრებში მხოლოდ დავიათაია დარჩა. საერთოდ, ნაკრებმა თაობათა ცვლის პროცესი საგრძნობლად განიცადა - უმეტესობამ დაამთავრა აქ გამოსვლა და უფროსებში გადავიდა, გუნდში კი უმეტესობა ახალბედაა.
დასასრულს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ქართველ "თავისუფალთა" შთამბეჭდავ გამოსვლას ზრენჯანინში - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო ანუ ჯამში 6 მედალი რვაკაციან გუნდში. კონტინენტის ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55) და დავით მარსაგიშვილი (84) გახდნენ, ვერცხლი ბექა პეტრიაშვილს (74) ერგო, ბრინჯაო - თენგიზ ჩოჩიშვილს (60), თედო ებანოიძეს (96) და გენო პეტრიაშვილს (120). ღმერთმა ქნას, ბერძენ-რომაელებმა გააუმჯობესონ ეს შედეგი, თუმცა მისი გამეორებაც კი დიდი საქმე იქნება. გუნდურ ჩათვლაში ჩვენი "თავისუფლები" მხოლოდ რუსებს ჩამორჩნენ, თუმცა - დამატებითი მაჩვენებლებით, თორემ თანაბარი ქულები დააგროვეს, 63-63.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"