სარაევოს სპორტკომპლეს `ზეტრაში~ გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის. `თავისუფალთა~ შემდეგ გუშინ ტურნირი გოგოებმაც დაამთავრეს, დღეს და ხვალ კი ასპარეზობაში ბერძენ-რომაელები ჩაებმებიან.
კონტინენტის პირველობაში ჩვენი ნაკრები სრული შემადგენლობით გამოვა. მწვრთნელმა ვაჟა კრავეიშვილმა სარაევოში ედნარ შავაძე (42), მურთაზ ჩაბრავა (46), შმაგი ბოლქვაძე (50) ამირან შავაძე (54), რამაზ სურმანიძე (58), ფირუზ წულუკიძე (63), მათე ბერიძე (69), ლაშა გობაძე (76), რობერტ ქობლიაშვილი (85), იაკობ ქაჯაია (100) წაიყვანა. დღეს ედნარ შავაძე, ბოლქვაძე, სურმანიძე, ბერიძე და ქობლიაშვილი იჭიდავებენ. წუხელ წიწლისყრაც გაირკვა მათი მეტოქეები. 42 კილოგრამ
წონით კატეგორიაში პირველ წრეში ყველა ისვენებს ერთი წყვილის გარდა და იმასაც შავაძე და ლატვიელი ნიკიტა მაჟუკსი შეადგენენ. ამათში გამარკვებულს აზერბაიჯანელი კარიმ ჯაფაროვი ელოდება და, სავარაუდოდ, მძიმე ბრძოლასაც გაუმართავს. პირველ რწეში დასვენება არც ევროპის შარშანდელ ვიცე-ჩემპიონს, ოღონდ 42-ში ბოლქვაძეს ერგო - ბელარუს იაჰორ ბელიაკს ხვდება, ამათში მოგებული კი მეორე შეხვედრას უნგრელ ბენცე ჟუნაცსა და ბულგარელ ჰალილ ათანასოვის წყვილში გამარჯვებულთან გამართავს. პირველივე წრეში იჭიდავებს სურმანიძეც - უნგრელ ადრიან კრანიტცთან. ჩვენებური ძალიან ძლიერ ქვეჯგუფში მოხვდა - აქვე გამოდიან ბულგარელი, რუსი, თურქი და აზერბაიჯანელი ფალავნები. ამ წონაში შარშან ევროპის ჩემპიონი წულუკიძე გახდა (ის ახლა ზედა წონაშია), მომდევნო ადგილებზე კი სწორედ ბულგარელი, თურქი და რუსი გავიდნენ, ოღონდ არა წლევანდელი ფალავნები. ბერიძე პირველი წრის შეხვედრას გერმანელ გეორგ შცვარცთან ჩაატარებს. მის ნახევარშიც ლამის ყველა ძლიერი საჭიდაო სკოლის წარმომადგენელია - რუსი, თურქი, ბულგარელი, აზერბაიჯანელი, უკრაინელი, უნგრელი, ჩეხი... პირველივე წერში იჭიდავებს ქობლიაშვილიც ლიტველ ტომას გალკუსთან, მასთან წარმატების შემთხვევაში კი ბულგარელ ილიან გაზეპოვსა და ესტონელ ესტ პიკსარს შორის მოგებულს შეხვდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ სარაევოში, ევროპის ცემპიონატზე `თავისუფლებმა~ ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო მოიპოვეს. კონტინენტის ვიცე-ჩემპიონი ლაშა ბითარაშვილი (54) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი ირაკლი მოსიძემ (63), დავით ბუზიაშვილმა (58), ლაშა გიგაშვილმა (69) და ლევან გოგრიჭიანმა (85) მოიპოვეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"