ჩვენი ნაკრები რუმინეთში ასეთი შემადგენლობით გამოვა: ნიკა ცეცხლაძე (50), ამირან შავაძე (55), ქემალ ხარაბაძე (60), საჩინო დავითაია (66), ზურაბ დათუნაშვილი (74), რევაზ ნადარეიშვილი (84), სანდრო დიხამინჯია (96), შოთა გოგისვანიძე (120). ამათგან ცეცხლაძე და დავითაია ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონები არიან, დათუნაშვილი და დიხამინჯია - ბრინჯაოს მედალოსნები არიან. მწვრთნელმა ვლადიმერ ადეიშვილმაც ამიტომ დატოვა გუნდში, დანარჩენ ოთხეულს კი ევროპაზე არ უჭიდავია.
ჩემპიონატში პირველ დღეს 50, 60, 74 და 96-ის წარმომადგენლები ჩაებმებიან, დანარჩენები კი
წუხელ გამართულმა წილისყრამ ჩვენებურთა მეტოქეები გამოავლინა. ცეცხლაძე პირველ წრეში კორეელ ჰუნ იუნს ხვდება, ამათ შორის მეტოქე კი სომეხი რუდიკ მკრტიჩიანისა და აზერბაიჯანელი ვილაიატ გარამანლის ბრძოლაში გაირკვევა. ცეცხლაძე ორივეს შეხვდა ევროპის პირველობაზე - სომეხს მოუგო, აზერბაიჯანელთან კი ფინალი დათმო.
ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი იმედი ხარაბაძე იმ უკრაინელ დმიტრო ციმბალიუკს ეჭიდავება, ვისაც ევროპის წლევანდელ პირველობაზე გოგიტა გოგიბერაშვილმა აჯობა. სატურნირო ბადეში ჩვენებურის სიახლოვესაა ევროპის ორივე ბრინჯაოს პრიზიორი - უფრო ახლოს თურქი ემრე არსლანი, ცოტა მოშორებით - უნგრელი მატეი კრასცზანი. აქვეა აზერბაიჯანელი ორხან ფაშაევიც, ვინაც ევროპის ვიცე-ჩემპიონი როვშან ტაგიევი შეცვალა. საინტერესოა, რომ არც რუსებს ჩაუყვანიათ ევროპის მოქმედი ჩემპიონი ასკერ ორშოკდუგოვი, თუმცა რუსი ხარაბაძის მხარეს არაა.
დათუნაშვილი პირველივე შეხვედრას მასპინძელ სორინ ალექსანდრუ იანტოკთან ჩაატარებს, რომელსაც ევროპაზე არ უჭიდავია. ჩვენებურს დიდად არც მერე გაუმართლა წილისყრამ - მის მხარეს მოხვდნენ აზერბაიჯანელი და რუსი ფალავნები. ოღონდ აზერბაიჯანელი ტოგრულ იუნისლი მეორე სეზონია, ნაკრებში და ღირებული ვერაფერი ქნა. მათ შორის - ვერც წლევანდელ ევროპაზე. ის პირველ წრეში მოლდოველ იგორ ბესლეაგას ხვდება, ვისაც დათუნაშვილმა ევროპაზე მოუგო.
რუსმა მიხაილ კორნილოვმა ევროპის ჩემპიონი ისლამ ჩარაევი შეცვალა, მაგრამ მას ჩვენებური ნახევარფინალამდე ვერ შეხვდება. დიხამინჯია ტურნირს ირანელ მოჰამედ მეჰრდად ბაიანდორთან ორთაბრძოლით იწყებს, რომელმაც ნაკრებში მსოფლიოს შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი შაჰაბ გოურეჯილი შეცვალა. დიხამინჯიას მხარეს ძლიერი და ტიტულოვანი არავინაა. შეიძლება Iთქვას, რადგან ბადის მეორე ნახევარში მოხვდნენ მსოფლიოს შარშანდელი რუსი ჩემპიონი ისლამ მაგომედოვი, ევროპის წლევანდელი უნგრელი ჩემპიონი გეორგი რიზმაიერი, ევროპის სომეხი ვიცე-ჩემპიონი არტურ ალექსანიანი (ჩვენებურმა ამასთან წააგო კონტინენტის პირველობაზე) და თურქი მესამე პრიზიორი მეტეჰან ბასარი.
რაც შეეხებათ "თავისუფლებს", ისინი 30-31 ივლისს იჭიდავებენ, ჩვენი ნაკრების შემადგენლობა კი ასეთია: ლევან როჭიკაშვილი (50), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), თენგიზ ჩოჩიშვილი (60), დავით გალეგაშვილი (66), ბექა პეტრიაშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), მამუკა კორძაია (96), თედორე ებანოიძე (120). ამათგან ხინჩეგაშვილმა და მარსაგიშვილმა ახალგაზრდებში ევროპის წლევანდელ პირველობაზე გაიმარჯვეს (მარსაგიშვილი ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედაც დასახელდა), პეტრიაშვილმა ვერცხლი მოიპოვა, ჩოჩიშვილი და ებანოიძე კი მესამეზე გავიდნენ, ოღონდ მაშინ ებანოიძემ 96-ში იჭიდავა. ევროპაზე ასევე მესამე იყო მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილიც, მაგრამ ის ამჯერად ჭაბუკთა მსოფლიოსთვის ემზადება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"