მთლიანობაში ჩვენი ნაკრების საერთო მონაგარი 2-2 ოქრო-ვერცხლი და 1 ბრინჯაოა. ჩემპიონებზე უკვე გითხარით, ვიცე-ჩემპიონები კი ზურაბ დათუნაშვილი (74) და სანდრო დიხამინჯია (96) გახდნენ, მესამეზე კი ქემალ ხარაბაძე (66) გავიდა. სამწუხაროდ, გუნდურ ტურნირზე ვერაფერს გეტყვით, რადგან საერთაშორისო ფედერაციას მისი დაჯამება და საიტზე დადება... "დაავიწყდა".
გუშინდელი შედეგი მოულოდნელი იმდენადაა, რომ პირველ დღეს ოქროს ვერ
გოგისვანიძეს რუმინეთში ძნელი ქვეჯგუფი ერგო - პირველივე შეხვედრა ახალგაზრდებში მსოფლიოს უკრაინელ ჩემპიონსა და წლევანდელი ევროპირველობის ბრინჯაოს მედალოსან იგორ დიდუკთან გამართა, მეორე - ამ ასაკში გერმანელ მსოფლიოს პრიზიორ ედუარდ პოპთან, ნახევარფინალში აზერბაიჯანელთა ოს ლეგიონერ ასლან ძებისოვს შეხვდა, ფინალში კი ირანელი ბაბაკ ჰოსეინალი იმჩენ დეზბანი დაამარცხა. სიმართლე უნდა ითქვას - ჩვენებურს მთელ რიგ შეხვედრებში გაუჭირდა, ბოლო ორში დამატებითი დროც დასჭირდა, მაგრამ საქმეც ისაა, რომ ყველა წინააღმდეგობა დასძლია და მაინც გახდა ჩემპიონი. ჩვენებურმა დიდუკთან მძიმე ბრძოლა გადაიხადა - მეორე პერიოდი 1:1-ზე, ბოლო ქულის დამსახურებით მოუგო, პოპი კი ორ პერიოდში დაჯაბნა. თანაც ერთნაირი ანგარიშით, 1:0. ძებისოვი საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი ფალავანია. მასთან ძირითადი დროის ორივე სეტში 1:0 დაფიქსირდა, პირველი ჩვენებურის და მეორე მეტოქის სასარგებლოდ, დამატებითში კი გოგისვანიძემ 2:0 მოიგო. ფინალი ქუთაისელმა მინიმალური ანგარიშით დათმო, მაგრამ მომდევნოები ასევე 1:0 იმარჯვა და ოქროსაც დაეუფლა.
ნადარეიშვილმა ტურნირი ძლევამოსილად დაიწყო - ხორვატ კრასიმირ ფრანიჩს პირველი პერიოდი 8:0 მოუგო, რასაც მეორეში კიდევ ორი ქულა დაამატა. ირანელ მაჯიდ აბას ალიარიფეიზაბადის ორივე პერიოდში მხოლოდ 2:0 აკმარა, ამის შემდეგ კი მასაც ტიტულოვანებთან მოუხდა ჭიდილი. ნახევარფინალში თურქი ატემ ასლანი გადაეყარა, რომელიც ამ ასაკში ევროპის შარშანდელი ჩემპიონია, წლეულს კი მესამეზე გავიდა. მასთან შეხვერდა ჩვენებურმა მარცხით დაიწყო, მაგრამ მოდევნო ორ პერიოდში იმარჯვა და ფინალში გავიდა. ყველაზე სერიოზული მეტოქეც იქ ელოდა - ევროპის წლევანდელი ჩემპიონი, უკრაინელი ფერადკანიანი ჟან ბელენიუკი, რომელიც მსოფლიოს შარშანდელი პრიზიორიცაა. ნადარეიშვილმა მას საკმაოდ იოლად, ძირითად დროში მოუგო.
გუშინ ჩვენი გუნდის სხვა მონაწილეთაგან ამირან შავაძე (55) პირველივე წრიდან გავარდა - მასპინძელ რობერტ დანიელ ანდრეცასთან დამარცხდა, საჩინო დავითაიამ კი ხორვატ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ დომინიკ ეტლინგერს დამატებით დროში 3:0 აჯობა, მაგრამ მეორე წრეში ვერაფერს გახდა ამერიკელ მსოფლიოს პრიზიორ ელის კოლემანთან.
ამით ბერძენ-რომაელთა პირველობა დამთავრდა, ახლა ჯერი გოგოებზეა, შაბათ-კვირას კი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით გამოვა: ლევან როჭიკაშვილი (50), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), თენგიზ ჩოჩიშვილი (60), დავით გალეგაშვილი (66), ბექა პეტრიაშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), მამუკა კორძაია (96), თედორე ებანოიძე (120).
კვარცხლბეკი. ბიჭები.
55 კგ. 1. ნარეკ ხაჩატრიანი (სომხეთი); 2. სამან მორად აბდოული (ირანი); 3. ელმურატ ტასმურადოვი (უზბეკეთი), ელდანიზ აზიზლი (აზერბაიჯანი); 16. ამირან შავაძე (საქართველო).
66 კგ. 1. ჩინგიზ ლაბაზანოვი (რუსეთი); 2. იონ ლუჩიტა (მოლდოვა); 3. ელის კოლემანი (აშშ), რასულ ჩუნაევი (აზერბაიჯანი); 17. საჩინო დავითაია (საქართველო).
84 კგ. 1. რევაზ ნადარეიშვილი (საქართველო); 2. ჟან ბელენიუკი (უკრაინა); 3. ასლან ატემი (თურქეთი), სტანისლავ კანჩევ კანევი (ბულგარეთი).
120 კგ. 1. შოთა გოგისვანიძე (საქართველო); 2. ბაბაკ ჰოსეინალი იმჩენ დეზბანი (ირანი); 3. იგორ დიდუკი (უკრაინა), კირილ კრისჩანკა (ბელარუსი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"