ჭაბუკთა ბერძნულ-რომაული დღეები

AutoSharing Option
ვარშავაში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი 17-წლამდელ მოჭიდავეთა შორის. უკვე დამთავრდა გოგოებისა და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბიჭების შეჯიბრება, დღეს კი ტურნირში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან.

ვაჟა კრავეიშვილის გუნდი ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს: რამაზ ზოიძე (42), ბაკურ გოგოლი (46), ედნარ შავაძე (50), გიორგი ტოტიკაშვილი (54), შმაგი ბოლქვაძე (58), გიორგი თოიძე (63), შალვა ხაჩიძე (69), ლაშა გობაძე (76), კუკური კირცხალია (85), ბაკურ კანდელაკი (100). დღეს ლეიბზე ზოიძე, შავაძე, ბოლქვაძე, ხაჩიძე და კირცხალია გავლენ, დანარჩენები კი ხვალ იჭიდავებენ.

შეგახსენებთ, რომ შარშან ამ გუნდმა კონტინენტის პირველობაზე 6
მედალი ირგუნა - თითო ოქრო-ბრინჯაო და 4 ვერცხლი, თუმცა მედალოსნებიდან წლეულს ნაკრებში მხოლოდ ვიცე-ჩემპიონი ბოლქვაძე დარჩა და იმანაც 42-დან 58-ში გადაინაცვლა. ვნახოთ, რას იზამენ წლეულს ახალი კადრები და აჯობებენ თუ არა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს, რომლებმაც პოლონეთში თითო ოქრო-ბრინჯაო და 2 ვერცხლი მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (100) გახდა, შოთა ფანცულაია (50) და ომარ გურჯიძე (63) მეორეზე გავიდნენ, შოთა ფარტენაძე (54) - მესამეზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული