ჭაბუკები მსოფლიოს იწყებენ

AutoSharing Option
უნგრულ სომბათჰეიში ჭაბუკ ბერძენ-რომაელთა მსოფლიოს პირველობა იწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით გამოვა: რამაზ ზოიძე (42), ლეონ ხოზრევანიძე (46), ედნარ შავაძე (50), გიორგი ტოტიკაშვილი (54), შმაგი ბოლქვაძე (58), ნიკა მამარდაშვილი (63), გიორგი ჩხარტიშვილი (69), ლაშა გობაძე (76), კუკური კირცხალია (85), ზურაბ გედეხაური (100).

ამათგან ევროპის წლევანდელ პირველობაზე მხოლოდ ხოზრევანიძეს, მამარდაშვილს და ჩხარტიშვილს არ უჭიდავიათ, ხოლო გობაძემ და კირცხალიამ ვერცხლის, ზოიძემ, შავაძემ და ბოლქვაძემ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. უნგრეთში მსოფლიოს ჩემპიონ გურამ გედეხაურის ვაჟის - ზურაბ გედეხაურის დებიუტიც შედგება, რომელიც საქართველოში
წლეულს დაბრუნდა მოსკოვიდან.

დღეს 42, 50, 58, 69 და 85-ის ფალავნები იჭიდავებენ. დარჩიძე თავიდან ყირგიზ ნუზურბეკ კასიმოვს ხვდება, შავაძე - ბულგარელ იოვო პავლოვ ჰრისტოვს, ბოლქვაძე - ირანელ მაისამ სეიედ რამეზანის, ჩხარტიშვილი - რუს ბისლან ასაკალოვს, კირცხალია - იაპონელ რიუტა იონანას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული