ჭაბუკების ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო

AutoSharing Option
27-28 აგვისტოს უნგრეთის ქალაქმა სომბატჰეიმ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. ხალიჩაზე საქართველოს ნაკრების 9 წევრიც გავიდა და 3-მა მათგანმა კვარცხლბეკამდე მისვლაც შეძლო. უმსუბუქეს წონაში - 42 კილოგრამში მოჭიდავე რამაზ ზოიძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ზურაბ გედეხაური (100 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო ლაშა გობაძე (76 კგ) - ბრინჯაოს.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 42 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავა. ყველაზე მეტი - 65 ქულა აზერბაიჯანმა დააგროვა, მეორე ადგილზე რუსეთი გავიდა, 57 ქულით, ირანელებმა 53 ქულა დააგროვეს, ხოლო სომხებმა - 52.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებულ მოჭიდავეებთან ერთად, მეტად საჭიროდ მიმაჩნია, მათი მწვრთნელების და, საჭიროების შემთხვევაში, მათი სადაურობის მითითებაც. მგონია, ეს საქმეს წაადგება.
zuxusha
13:22 29-08-2011
0

სიახლეები პოპულარული