მწვრთნელები ხანგრძლივად აკვირდებოდნენ გუნდის ყოფილ ლიდერს, თუმცა ამ ეტაპზე მასზე საბოლოოდ მაინც უარი თქვეს, რადგან არაა სათანადო ფორმაში. ნოზაძე აგრძელებს ვარჯიშს და დეკემბრის ბოლოს გასამართი საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება. ის შეჯიბრება მას ისევ მისცემს ოლიმპიადის ლიცენზიისა და
სადღეისოდ ტრავმის გამო ნიცაში ვერც ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი, მძიმეწონოსანი შოთა გოგისვანიძე მიდის, ანუ გუნდის მეშვიდე მონაწილედ ისევ 96 კილოგრამის ფალავანი ირაკლი ქაჯაია დარჩა. საფრანგეთში წამსვლელ ექვსეულს, რომელიც ადრევე იყო გაცხადებული, ჯემალ ხარაბაძე (60), მუხრან მაჭუტაძე (66), გენადი გოგიშვილი, ზურაბ დათუნაშვილი (ორივე - 74), რევაზ ნადარეიშვილი (84) და სანდრო დიხამინჯია (96) შეადგენენ.
ნაკრების მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ აქცენტი ძირითადად ახალგაზრდების გამოცდაზე გააკეთა - ხარაბაძე, დათუნაშვილი, ნადარეიშვილი, დიხამინჯია წლეულს ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოდიოდნენ, მათივე თანატოლი ქაჯაია კი იქ კონკურენციის გამო ვერ მოხვდა, თუმცა უფროსებში მსოფლიოს პირველობაზე იჭიდავა. მათთვის ისეთ ძლიერ ტურნირში მონაწილეობა, როგორიც ნიცაში გაიმართება (ის ყოველთვის გამოირჩევა მონაწილეთა სიძლიერით), დიდი სკოლა იქნება - ახალგაზრდულ ნაკრებში მოპოვებული ტიტულების მიუხედავად (ნადარეიშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ხოლო ხარაბაძე - მსოფლიოს მესამე პრიზიორი, დათუნაშვილმა და დიხამინჯიამ ევროპაზე ბრინჯაო, მსოფლიოზე კი ვერცხლი მოიპოვეს), უფროსებთან ჭიდაობა მაინც სულ სხვა დატვირთვაა. მწვრთნელმა მათ ნაკრების სათადარიგოებიც გაურია, რომლებსაც სტარტი აკლიათ.
ზუსტად იმავე დროს, როცა ესენი ნიცაში იჭიდავებენ - 26 ნოემბერს, გუნდის ძირითადი ბირთვი მინსკში ასევე ოლიმპიურ ჩემპიონ ოლეგ კარავაევის მემორიალზე გამოვა. იქ ჩვენი ნაკრები ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს: ლაშა გოგიტაძე (55), რევაზ ლაშხი (60), არჩილ თურმანიძე (66), მანუჩარ ცხადაია, მანუჩარ კვირკველია (74), ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე (96), სერგო გოგისვანიძე (120). შეგახსენებთ, რომ ეს გუნდური ტურნირია.