ქართველი ბერძენ-რომაელების ბრინჯაო მინსკიდან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილზე დაასრულა გამოსვლა მინსკში, ოლიმპიურ ჩემპიონ ოლეგ კარავაევის მემორიალში.

სამწუხაროდ, ინტერნეტში ამ ტურნირის შედეგების მოძიებაც შეუძლებელია (თვით ბელარუსის ჭიდაობის ფედერაციის საიტიც არაფერს წერს), მაგრამ გარკვეული დეტალები ჩვენი ჭიდაობის ფედერაციის გენერალურ მდივან მალხაზ ჯორბენაძისგან შევიტყვეთ.

ტურნირში ათი გუნდი გამოდიოდა, რომლებიც მასპინძლებმა ორ ჯგუფად გაჰყვეს. ჩვენებმა ჯგუფში უკრაინა (4:3), მოლდოვა (5:2) და ბელარუსის მეორე გუნდი (4:3) დაამარცხეს, ნახევარფინალში რუსებთან 2:5 წააგეს. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი
ყაზახებს სძლიეს ისევ ნაცნობი ანგარიშით - 4:3. როგორც ჯორბენაძემ გვითხრა, ასეთი შედეგით დასრულებულ შეხვედრებში
მძიმეწონოსან შოთა გოგისვანიძეს არ უჭიდავია - ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონს წელი სტკივა და როცა ორთაბრძოლის ბედი გადაწყვეტილი იყო, გუნდის თავკაცი ბეგი დარჩია აღარ აჭიდავებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული