სეზონი ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა გეწაძემ შეაჯამა, რომელმაც ხაზი ჩავარდნებსაც გაუსვა და აღნიშნა, რომ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ვერც წლეულს შეძლეს, თუმცა სპორტის ოლიმპიური სახეობებიდან პირველხარისხოვან ტურნირებში ოქროს მედლის მოპოვება მხოლოდ მათ შეძლეს - რევაზ ლაშხი (60) ევროპის ჩემპიონი გახდა.
ფედერაციამ სხვებთან შედარებით იყოჩაღა სალიცენზიო ტურნირებშიც - მის ანგარიშზე ყველაზე მეტი - 5 საგზურია, თუმცა ესეც ძირითადად თავისუფალი სტილით
სხდომაზე ხაზი უმცროსი ასაკის ნაკრებთა გამოსვლასაც გაესვა - ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე ჭაბუკებმა და ახალგაზრდებმა 39 მედალი დაიმსახურეს. აქედან 8 ოქროა, 13 - ვერცხლი და 18 - ბრინჯაო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"