საერთაშორისო ფედერაციის დელეგატმა სპორტის სასახლის გარდა ის სასტუმროები მოინახულა სადაც სპორტსმენებმა და მსაჯებმა უნდა იცხოვრონ. სპორტის სასახლეში რუზიევს მასპინძლობა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა დავით ნამგალაურმა და გიორგი გალდავამ გაუწიეს.
კახა გეწაძე: "რუზიევმა დაათვალიერა სასტუმროები "თბილისი მერიოტი", "ჰოლიდეი"-ინი, "ბაზალეთი". შეაფასებს
ახროლჯან რუზიევი: "საქართველო ჭიდაობის ტრადიციული ქვეყანაა და ლოგიკურია, რომ 2013 წელს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა სურს. თუმცა უნდა ითქვას, რომ თქვენს ქვეყანას სეროზული კონკურენტები ჰყავს, მაგალითად ბულგარეთი, უნგრეთი, უკრაინა. მთლიანობაში 8 ქვეყანაა, საიდანაც ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა უნდა გაირკვეს. ვნახოთ, საერთაშორისო ფედერაცია ყველა კანდიდატ ქვეყანას შეაფასებს და მასპინძლობის უფლებას საუკეთესოს არგუნებს".
გიორგი გალდავა: "ჭიდაობის ფედერაციამ სამინისტროსთან შეთანხმებით შეიტანა განაცხადი ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე. კონკურენტები საკმაოდ ძლიერები გვყავს, თუმცა იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო ფედერაცია გაითვალისწინებს იმ ტრადიციებს და წვლილს, რომელიც ქართულ ჭიდაობას ზოგადად ჭიდაობის განვითარებაში აქვს შეტანილი და თბილისს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას მისცემს".
ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
msy.gov.ge