ქართველების ორი ვერცხლი თურქეთიდან

AutoSharing Option
ქართველმა ბერძენ-რომაელებმა ვერცხლის ორი მედალი მოიპოვეს სტამბოლში დამთავრებულ ვები ემრეს სახელობის "ოქროს დიდ პრიზზე" - ტურნირის მედალოსნები ილია გულბათაშვილი (74) და მიხეილ ქაჯაია (96) გახდნენ.

ამასთან, გოდერძი დავითაძემ (55), მარადი სურმანიძემ (60), მარადი აბულაძემ (66), გიორგი ცირეკიძემ (84) და რევაზ ჭელიძემ (120) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავეს, მაგრამ დამარცხდნენ და მეხუთეზე დარჩნენ.

გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები 42 ქულით მეოთხე აღმოჩნდა და სულ ერთი ქულით ჩამორჩა მეორე-მესამეზე გასულ თურქეთსა და აზერბაიჯანს.

სამწუხაროდ, თურქული ინტერნეტ-მედია და ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია ტურნირზე ბევრს არაფერს წერენ. ამიტომ
დაწვრილებით ვერც ჩვენ მოგახსენებთ, მაგრამ ის კი შეგვიძლია გითხრათ, რომ გულბათაშვილმა ფინალი თურქ ჰონორ ტუფენეკთან წააგო. ხოლო ქაჯაიამ აზერბაიჯანელთა ერთ-ერთი ლიდერი, ქართველი ევროპის პრიზიორი შალვა გადაბაძე დაამარცხა.

ქაჯაიამ შარშანაც მიითვალა მოგება რამდენიმე ტიტულოვან მეტოქესთან, ფინალი კი ივან პოდუბნის მემორიალის წლევანდელ ვიცე-ჩემპიონთან, რუს ნიკიტა მელნიკოვთან დათმო.

ორიოდ დღეში ჩვენი ბერძენ-რომაელების მთავარი ნაკრები სოფიაში გაფრინდება, სადაც 3-5 თებერვალს დან კოლოვისა და ნიკიტა პეტროვის მემორიალში იჭიდავებს. ბეგი დარჩიას იქ ქემალ ხარაბაძე (55), ირაკლი ჭოჭუა (60), პაატა ბაკურიძე (66), მანუჩარ კვირკველია, მანუჩარ ცხადაია, ზურაბ დათუნაშვილი (სამივე - 74), ვლადიმერ გეგეშიძე, რევაზ ნადარეიშვილი (ორივე - 84), სოსო ჯაბიძე, სერგო დიხამინჯია (96), სერგო გოგისვანიძე, გურამ ფერსელიძე (120) მიჰყავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე ვინ გავიდა, ეგ არ იყო საინტერესო?
geronti
21:08 30-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული