ქართველი ბერძენ-რომაელების ორი ბრინჯაო ირანიდან

AutoSharing Option
ქართველმა ბერძენ-რომაელებმა ორი ბრინჯაო მოიპოვეს ირანულ გომში ჩატარებულ "იადეგარ იმამის თასზე". ამ საკმაოდ წარმომადგენლობითი ტურნირის მედალოსნები მარადი აბულაძე (66) და მიხეილ ქაჯაია (96) გახდნენ. ბრინჯაოსთვის იჭიდავა შმაგი გულიაშვილმაც (74), თუმცა დამარცხდა და მეხუთეზე დარჩა.

ჩვენები ირანში დამოუკიდებლად, საკუთარი ხარჯით იყვნენ წასულები. მათ გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავეს ირანის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული