07:37 09-09-2010
ბოლო იმედმაც გვიმტყუნა
AutoSharing Option
დღეს მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა სრული კრახით დაასრულა საქართველოს ნაკრებმა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. ახლახან დასრულდა 74 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ეტაპების შეხვედრები. ქართველთა უკანასკნელი იმედი მანუჩარ კვირკველია იყო. ოლიმპიურმა ჩემპიონმა კუბელ რაულ კონსუეგრას კი აჯობა, მაგრამ მეორეში ხორვატ ნევენ ზუგაისთან წააგო სამ პერიოდში. ხორვატი მესამე წრეშივე დამარცხდა თურქ სელჩუკ ჩებისთან და ამით კვირკველიასთვის ნაადრევად დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი. ბეგი დარჩიას გუნდმა პირველობა უმედლოდ დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული