გურამ ფერსელიძემ ლონდონი გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე წარმატებით დაიწყო გამოსვლა 120 კგ წონით კატეგორიაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გურამ ფერსელიძემ.

ქართველმა ფალავანმა, რომელიც 1/8-ფინალში ჩილელ ანდრეს ვალენსუელას დაუპირისპირდა, ძალზე დამაჯერებლად იჭიდავა ორივე პერიოდი და გაიმარჯვა.

ფერსელიძის 1/4-ფინალში ძალზე ძლიერი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზისა და მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი კუბელი ნუნიეს ლოპესი ჰყავს. შეხვედრა თბილისის დროით 17:48 სთ-ზე გაიმართება.

ასევე იხილეთ:
ლონდონმა ბერძნულ-რომაული ბადე დაგვიგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული