გურამ ფერსელიძეს ოლიმპიურ ბრინჯაომდე თურქის ძლევა აშორებს

AutoSharing Option
6 აგვისტოს, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შეჯიბრში გურამ ფერსელიძემ (120 კგ), მას შემდეგ, რაც მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ, კუბელ ნუნიეს ლოპესთან 1/4-ფინალში დამარცხდა,  სანუგეშო ტურნირში პირველი ორთაბრძოლა ეგვიპტელ აბდელრაჰმან ელტრაბილისთან გამართა და გაიმარჯვა.

ფერსელიძემ რეპეშაჟის შეხვედრის პირველი სეტი დათმო, თუმცა მეორეში უკეთ გაისარჯა და საქმე მესამე, გადამწყვეტ პერიოდამდე მიიყვანა.

საბოლოო გამარჯვებული ჩოქბჯენმა გამოავლინა, სადაც გურამმა თავი კარგად დაიცვა და მეტოქეს ილეთის ჩატარების საშუალება არ მისცა.

ამრიგად, ხელვაჩაურელი ფალავანი ახლოსაა ოლიმპიური ბრინჯაოს მოპოვებასთან, რისთვისაც გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ
რიზა კაიალპის დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული