ვლადიმერ გეგეშიძეს თითქმის მოგებული ბრინჯაო მსაჯებმა წაართვეს

AutoSharing Option
6 აგვისტოს, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ყაზახ დანიალ გაჯიევს დაუპირისპირდა.

პირველ პერიოდში ყაზახმა ფალავანმა სცადა ილეთის გაკეთება, მაგრამ არ გამოუვიდა, გეგეშიძემ კი ორთაბრძოლის თავის სასიკეთოდ ჩამთავრება ჩოქბჯენში მყოფმა შეძლო.

მეორე პერიოდში გაჯიევი ცდილობდა, გარდატეხა შეეტანა, ზედმეტადაც აქტიურობდა, რისთვისაც ორჯერ მსაჯისგან შენიშვნაც მიიღო. თუმცა ჩოქბჯენში მყოფმა კარგად დაიცვა ქართველისგან თავი და ანგარიში მაინც გაათანაბრა.

გადამწყვეტ, მესამე პერიოდშიც საქმე კვლავ ჩოქბჯენამდე მივიდა, სადაც თავის დაცვა გეგეშიძეს მოუხდა. ყაზახმა ქართველი დაძრა, თუმცა
ლადომ თავად შეძლო ილეთის გაკეთება და 2 ქულაც მსაჯებმა მას მიაკუთვნეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბრინჯაო ჩვენებურს რჩებოდა.

თუმცა ყაზახთა გაპროტესტების შემდეგ მსაჯებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და ქულა გაჯიევს მიაკუთვნეს. საბოლოოდ, გამარჯვებულიც სწორედ ეს უკანასკნელი გამოვიდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მიმინო, მართალი ხარ ძმაო, უფრო კარგად უნდა ეჭიდავა და უეჭველი მოიგებდა ჩვენი. თუმცა მე იმდენად მედლის დაკარგვა არ მადარდებს, რამდენადაც დამოკიდებულება ქართველი სპორტსმენების მიმართ. აბა, ჩვენებს რომ გაეპროტესტებინათ რამე, დაუკმაყოფილებდნენ პრეტენზიას? რაღაც არა მგონია. გასაოცარი ის არის, რომ მსაჯები ყაზახი მწვრთნელის ხუშტურებს აყვნენ, თითქოს ის იყო მათი უფროსი. მეც გავაპროტესტებ იმას, რომ მილიონერი არ ვარ, მაგრამ დამიკმაყოფილებს ვინმე ამ პრეტენზიას? :) მოკლედ, ქართველი მთელი 2 თავით უნდა იდგეს სხვაზე მაღლა, რომ მოგება ჩაუთვალონ. როდემდე უნდა იყოს ასე? ამასთან შეგუება აღარ შეიძლება. თუ რამის თავი აქვს ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელობას და თუ ოდნავ მაინც აქვთ რამე გავლენა, ეს ამბავი სერიოზულად უნდა გააპროტესტონ ოლიმპიადის ორგანიზატორებთან და იმას მაინც მიაღწიონ რომ ეს უნამუსო მხაჯები მოიხსნან შეჯიბრებიდან.
Tornike
11:21 07-08-2012
0
მსაჯი არაფერ შუაშია-ნუ ატეხავენ ხოლმე ეს ვითომ კომენტატორები "რიჟა ბაზარს".აჯობა კაცურად.სუსტებია ჩვენები ილეთს ვერ აკეთებენ-ხელებით ბღლარძუნობენ.ამხელა ჯორი-ოსმა ხალიჩიდან გაადო-ამაზე სუსტიც იყო და დაბალიც.
mimino
10:29 07-08-2012
0

სიახლეები პოპულარული