ბერძენ-რომაელებმა 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს, "თავისუფლებმა" კი 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს.
ბერძენ-რომაელთა ნაკრებიდან ვერცხლისმედალოსნები თორნიკე ძამაშვილი (74 კგ) და შოთა გოგისვანიძე (120 კგ) გახდნენ, ხოლო იაკობ ქაჯაია (96 კგ) ბრინჯაოს დასჯერდა.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები
13 სექტემბერს ფალავანთა კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჭიდაობის ფედერაციამ განვლილი მსოფლიოს ჩემპიონატი შეაჯამა.
კახა გეწაძე (ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი): "მინდა მივულოცო ბიჭებს და ნაკრების მწვრთნელებს ეს წარმატება. მედლების რაოდენობით ნამდვილად გაგვახარეს, თუმცა უკმაყოფილების საბაბიც გვაქვს - სამი ფინალი წავაგეთ და ეს წელი, ამ მხრივ, სამწუხაროდ, გამორჩეულია.
ცხადია, რომ მწვრთნელებთან და მოჭიდავეებთან ერთად ამ საკითხზე სერიოზული მუშაობა მოგვიწევს. ამ სეზონში ბევრი ფინალი დავთმეთ, მათ შორის, რა თქმა უნდა, ოლიმპიადას ვგულისხმობ. ამიტომ პრობლემის სათავეს უნდა მივაკვლიოთ და შედეგი გამოვასწოროთ. ჩვენს გულშემატკივარს, პირველ რიგში, ოქროს მედლები სჭირდება".
msy.gov.ge