ახალგაზრდა ბერძენ-რომაელებმა ერთი ოქროთი და ორი ვერცხლით დაამთავრეს გამოსვლა თანატოლთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც ამ უქმეებზე ბულგარულმა სამოკოვომ უმასპინძლა. კონტინენტის ჩემპიოპნი ვასილ იმერლიშვილი (96) გახდა, ვიცე-ჩემპიონის ტიტული კი თორნიკე მახარაძემ (50) და საჩინო დავითაიამ (66) მოიპოვეს. ამასთან, კიდევ სამმა ჩვენებურმა ბრინჯაოსთვის იჭიდავა. მართალია, სამივე დამარცხდა, რაც ძალზე გულდასაწყვეტია, მაგრამ გუნდს ბლომად ქულები კი შეაშველეს. შედეგად, გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები 48 ქულით ჩემპიონი გახდა და ერთი ქულით გაუსწრო თურქეთის ნაკრებს. მესამეზე რუსეთი გავიდა 45 ქულით.
ვრცლად "ლელოს" ორშაბათის ნომერში