ჩვენები ასტანაში ლამის ოპტიმალური შემადგენლობით გამოვლენ - ყოველ შემთხვევაში, ლონდონის ოლიმპიადის რამდენიმე მონაწილეც იჭიდავებს.
უპირველესად - ფინალისტი რევაზ ლაშხი (60) და ბრინჯაოსმედალოსანი მანუჩარ ცხადაია, რომელიც ამჯერად 74 კილოგრამში გამოვა. ამათ გარდა, ყაზახეთში უჩა შავაძე (66), სერგო გოგისვანიძე (120) და ლონდონის ოლიმპიადის კიდევ ორი მონაწილე - ზურაბ დათუნაშვილი (74), სოსო ჯაბიძე (96) და ვლადიმერ გეგეშიძე (84) იჭიდავებენ.
აქვე გეტყვით, რომ ესაა პირველადი განზრახვა, თუმცა არ
ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩია ეს დღეები ვილნიუსში იყო მწვრთნელთა სემინარზე. ის 5 ნოემბერს, გვიან ღამით დაბრუნდებოდა თბილისში და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ამ დღეებში მიიღებს.
ჩვენი ნაკრებისთვის ესაა პირველი შეჯიბრება ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ - დღემდე მისი მონაწილენი ისვენებდნენ, ახლა კი ლეიბს უბრუნდებიან.
არაა გამორიცხული, გეგეშიძე ასტანაში ისევ შეხვდეს ყაზახთა დაღესტნელ დანიალ გაჯიევს - სწორედ იმ მეტოქეს, ვისთანაც ლონდონში, მსაჯთა დიდი დახმარებით, ბრინჯაოსთვის შეხვედრა წააგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"