ქართველი ბერძენ-რომაელები ასტანაში "პრეზიდენტის თასზე" გამოვლენ

AutoSharing Option
15 ნოემბერს საქართველოს ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავეთა ნაკრები ყაზახურ ასტანაში გაემგზავრება, სადაც 16-19 ნოემბერს "პრეზიდენტის თასი" ტარდება.

ჩვენები ასტანაში ლამის ოპტიმალური შემადგენლობით გამოვლენ - ყოველ შემთხვევაში, ლონდონის ოლიმპიადის რამდენიმე მონაწილეც იჭიდავებს.

უპირველესად - ფინალისტი რევაზ ლაშხი (60) და ბრინჯაოსმედალოსანი მანუჩარ ცხადაია, რომელიც ამჯერად 74 კილოგრამში გამოვა. ამათ გარდა, ყაზახეთში უჩა შავაძე (66), სერგო გოგისვანიძე (120) და ლონდონის ოლიმპიადის კიდევ ორი მონაწილე - ზურაბ დათუნაშვილი (74), სოსო ჯაბიძე (96) და ვლადიმერ გეგეშიძე (84) იჭიდავებენ.

აქვე გეტყვით, რომ ესაა პირველადი განზრახვა, თუმცა არ
გამოვრიცხავთ, შემადგენლობაში რაღაც ცვლილებები მოხდეს - ვიღაცას წონა შეუცვალონ ან ვიღაც სულაც შეცვალონ კიდეც.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩია ეს დღეები ვილნიუსში იყო მწვრთნელთა სემინარზე. ის 5 ნოემბერს, გვიან ღამით დაბრუნდებოდა თბილისში და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ამ დღეებში მიიღებს.

ჩვენი ნაკრებისთვის ესაა პირველი შეჯიბრება ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ - დღემდე მისი მონაწილენი ისვენებდნენ, ახლა კი ლეიბს უბრუნდებიან.

არაა გამორიცხული, გეგეშიძე ასტანაში ისევ შეხვდეს ყაზახთა დაღესტნელ დანიალ გაჯიევს - სწორედ იმ მეტოქეს, ვისთანაც ლონდონში, მსაჯთა დიდი დახმარებით, ბრინჯაოსთვის შეხვედრა წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული