ქართველი ბერძენ-რომაელები ყაზახეთიდან მხოლოდ ერთი მედლით ბრუნდებიან

AutoSharing Option
ასტანაში დამთავრდა "ყაზახეთის პრეზიდენტის თასის გათამაშება" ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

მასში საქართველოს ნაკრები სრული გუნდით გამოდიოდა - ბეგი დარჩიამ ოლიმპიური გუნდის ყველა წევრს უხმო, რომელთათვისაც ეს პირველი პოსტოლიმპიური შეჯიბრება იყო.

სამწუხაროდ, სიძლიერე შედეგში არ აისახა და ჩვენები ყაზახეთიდან ერთი მედლით ბრუნდებიან - მძიმე წონაში სერგო გოგისვანიძე მესამეზე გავიდა.

მასავით 1500 დოლარის პრემიად მიღება შეეძლო ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონ რევაზ ნადარეიშვილსაც (84), რომელმაც ასევე ბრინჯაოსთვის იჭიდავა, მაგრამ მასპინძელ ალხაზურ ოზდიევთან დამარცხდა და მეხუთეზე დარჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული