რიგის ტურნირი: ქართველთა წარმატება ლატვიაში

AutoSharing Option
ახალგაზრდა ქართველმა მოჭიდავეებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს რიგაში, ფრეიდენფელდსის თასზე - ბერძენ-რომაელებმა გუნდური პირველობა მოიპოვეს 4-4 ოქრო-ბრინჯაოთი და 1 ვერცხლით, "თავისუფლები" კი 3 ოქროთი და თითო ვერცხლ-ბრინჯაოთი გუნდურში მეორეზე გავიდნენ.

ბერძენ-რომაელთაგან ჩემპიონები ფირუზ წულუკიძე (66), რობერტ ქობლიაშვილი (84), ბექა კანდელაკი (96) და იაკობ ქაჯაია (120) გახდნენ. ხვიჩა ჭითავა (60) მხოლოდ ფინალში დამარცხდა ყაზახ მეტოქესთან და ვერცხლს დასჯერდა, მესამეზე კი ამირან შავაძე (50), ედნარ შავაძე (55), შმაგი ბოლქვაძე (66) და კუკური კირცხალია (96) გავიდნენ. ორ წონაში ქართველთა უშუალო პაექრობაც გაიმართა - წულუკიძემ
ნახევარფინალში ბოლქვაძე დაამარცხა, კანდელაკმა - კირცხალია, მწვრთნელები კი ყველაზე მეტად ქაჯაიას უქებენ გარჯას, ძალზე თავისუფლად მოიგო ტურნირიო.

"თავისუფალთაგან" ოქროს მედლები ნიკა ტატუაშვილმა (50), შოთა ფარტენაძემ (60) და კახა ელბაქიძემ (66) მოიპოვეს, ბექა ბუჯიაშვილი (55) მეორეზე გავიდა, ლაშა გიგაშვილი (74) - მესამეზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული