რუსი იავნ კუილაკოვი, რომელმაც ლაშხი დაამარცხა მეოთხედფინალში, ფინალში გავიდა. ჯაბიძის მომგებმა სომეხმა არტურ ალექსანიანმა ასევე მოიპოვა ფინალის საგზური. აქედან გამომდინარე ორივე ქართველი მოჭიდავე ბრინჯაოს მოპოვებას შეეცდება.
ლაშხი სლოვაკ იშტვან ლევაისა და სომეხ ალექსან მიქაელიანს შორის გამარჯვებულს შეხვდება და მოგების შემთხვევაში მედლისთვის ბრძოლაში უკრაინის ნაკრების წარმომადგენელს ლენურ ტემიროვის დაეჭიდება.
ჯაბიძე კი თურქ ჩენქ ილდემს დაუპირისპირდება, ხოლო თუ გაიმარჯვა აზერბაიჯანის წარმომადგენელ შალვა გადაბაძეს შეხვდება.