ევროპის ჩემპიონატი: დათუნაშვილი და გეგეშიძე ნახევარფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
24 მარტს თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ზურაბ დათუნაშვილმა და ვლადიმერ გეგეშიძემ ნახევარფინალის საგზურები მოიპოვეს.

დათუნაშვილმა ხორვატი ბოჟო სტარჩევიჩი დაამარცხა - 2:0, 1:0, ხოლო გეგეშიძემ ბულგარელ ხრისტო მარინოვს 1:0, 1:0 მოუგო.

დათუნაშვილის მომდევნო მეტოქე გერმანელი პასკალ ეიზელი იქნება, გეგეშიძე კი სომეხ არტურ შაჰინიანსა და ფინელ ანტი ველი ჰაკალას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული