ქართველმა ჭაბუკმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვეს

AutoSharing Option
ჩერნოგორიულ ბარიში დასრულებულ ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატში ჩვენმა ბერძენ-რომაელებმა 2 ვერცხლი და ამდენივე ბრინჯაო მოიპოვეს.

კონტინენტის ვიცე-ჩემპიონები გიორგი კურტანიძე (54) და ლევან ქავჟარაძე (58) გახდნენ, თემურ შავაძე (46) და ზვიად პატარიძე (100) კი მესამეზე გავიდნენ.

ბრინჯაოსთვის მინდია ბოლქვაძემ (63) და ირაკლი თარხნიშვილმაც (76) იჭიდავეს, მაგრამ წააგეს და მეხუთეზე დარჩნენ.

აღსანიშნავია, რომ 23 ივნისს ხუთი ჩვენებური გავიდა ლეიბზე და ყველა მედლამდე მივიდა, რაც სასიამოვნო ფაქტია - ზემოდასახელებული ექვსეულიდან ყველამ კვირას იასპარეზა.

გუნდურ ჩათვლაში ჩვენები მეოთხეზე გავიდნენ - თანაბარქულიან სომხეთს მხოლოდ იმით ჩამორჩნენ,
რომ პირადი შეხვედრა მოგვიგეს, როცა ქავჟარაძე ფინალში არმან მელიკიანთან 3:7 დამარცხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული