პარასკევს მინსკი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ოლეგ კარავაევის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით გამოვა: ლაშა გოგიტაძე (55), რევაზ ლაშხი (60), ანტონ მამაგეიშვილი (66), გენადი გოგიშვილი (74), ვლადიმერ გეგეშიძე (84), მიხეილ ქაჯაია (96), გურამ ფერსელიძე (120).
ნაკრების თავკაც ბეგი დარჩიას შემადგენლობაში ერთი იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია. თავიდან ევროპის ბრინჯაოს პრიზიორ სოსო ჯაბიძის (96) წაყვანას გეგმავდა, მაგრამ კოჭი იტკინა და მის ნაცვლად გუნდში ქაჯაია შეიყვანა.
კარავაევის ტურნირი გუნდური შეჯიბრებაა. წინასწარი მონაცემნებით, მასში ჩვენს გარდა ბელარუსის,
რუსეთის, აშშ-ს, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის და საფრანგეთის გუნდები გამოვლენ.
ირაკლი თავაძე