ამ შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა, რისი გაკეთებაც დარჩიას იძულებით მოუხდა - კოჭი ვერ მოირჩინა ევროპის ბრინჯაოს პრიზიორმა სოსო ჯაბიძემ (96) და მის ნაცვლად გუნდში ქაჯაია ჩართო. ჯაბიძეს კოჭი მაშინაც აწუხებდა, როცა დარჩიამ შემადგენლობა დაასახელა
კარავაევის ტურნირი გუნდური შეჯიბრებაა, თუმცა აქამდე ჩვეულებრივი ფორმატით ტარდებოდა. რეფორმა გაისად მინსკშივე გასამართ მსოფლიოს თასს უკავშირდება - მასპინძლები იმ შეჯიბრებისთვის რეპეტიციას ახლავე გადიან. თუმცა გუნდურობაა იმის მიზეზი, რომ დარჩიამ უფრო დიდი შემადგენლობა არ წაიყვანა - იქ მხოლოდ ერთი სათადარიგოა დასაშვები. ამასთან, ჩვენებისთვის მთავარი შეჯიბრება მაინც 22-24 დეკემბერს გასამართი საქართველოს ჩემპიონატია. ზოგმაც იმ ტურნირისთვის უკეთ მომზადების მიზნით ითხოვა გათავისუფლება - ვისაც წონის დაკლება უწევს ან გადაღლილობის საფრთხე არსებობდა (თუმცა ამის საშიშროება ნაკლებად გვგონია, რადგან ჩვენები არ არიან შეჯიბრებებით გადატვირთულები).
წინასწარი მონაცემებით, ტურნირში ჩვენს გარდა ბელარუსის, რუსეთის, აშშ-ს, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის და საფრანგეთის გუნდები გამოვლენ. კარავაევის მემორიალი კომერციულია - გამარჯვებული ნაკრები 60 ათას დოლარს მიიღებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"