ჩვენი ბერძენ-როამელები მინსკში მიმდინარე ოლეგ კარავაევის მემორიალზე ფინალში გავიდნენ. შეგახსენებთ, რომ ესაა გუნდური ტურნირი, ბეგი დარჩიას შეგირდები კი ძალიან ძლიერ ქვეჯგუფში მოხვდნენ. ფინალისკენ მიმავალ გზაზე მათ რუსეთის, უკრაინის, აშშ-ს და მასპინძელთა მეორე გუნდები დაამარცხეს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ბელარუსთა მთავარ გუნდს ეჭიდავებიან. გამარჯვებულები ჯილდოდ 60 ათას დოლარს მიიღებენ.
ირაკლი თავაძე