ირანული შეჯიბრება ქალაქ გორგანში გაიმართა, თუმცა თავიდან სხვა ქალაქში იგეგმებოდა და ადგილზე ჩასულ ჩვენს ფალავნებს ექსტრემალურ პირობებში მოუწიათ გადანაცვლებამ. ამის მიუხედავად, ვაჟა კრავეიშვილის შეგირდებმა მაინც წარმატებით იჭიდავეს - ოქროს ორი, ხოლო ვერცხლისა და ბრინჯაოს სამ-სამი მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები
ყაზარაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირს, ტრადიციულად, მისმა მშობლიურმა რუსთავმა უმასპინძლა, თუმცა ამჯერად შეჯიბრებას თავად მასპინძელი არ დასწრებია საპატიო მიზეზით - მოგეხსენებათ, ის ეგვიპტის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და აფრიკიდან ვერ ჩამოვიდა.
ტურნირში მასპინძლებთან ერთად ირანის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ისრაელის და ავსტრიის გუნდებიც მონაწილეობდნენ. დაახლოებით 200 მოზარდი და საკმაოდ ძლიერი შეჯიბრება გამოვიდა. იმდენად ძლიერი, რომ ჩვენებს გაუჭირდათ კიდეც წარმატებების მიღწევა. მწვრთნელთა გასახარად, ნაკრების ლიდერთა უმეტესობამ მაინც დაამტკიცა თავისი სიძლიერე. თუმცა ოქროების რაოდენობით აზერბაიჯანსაც ჩამოვრჩით და თურქეთსაც, ზოგიერთ წონაში კი ჩვენები პრიზიორებშიც საერთოდ ვერ მოხვდნენ. ცხადია, ეს ყველაფერი ტურნირის სიძლიერეზე მიუთითებს, თუმცა მასპინძლებს მაინც მეტი მართებდათ. სამაგიეროდ, შეჯიბრება ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებაში წაადგათ. ტურნირმა სასელექციო თვალსაზრისითაც მეტ-ნაკლებად შეასრულა თავისი დანიშნულება და ერთი ახალი სახელიც წარმოაჩინა - 100 კილოგრამში ვერცხლის პრიზიორი ნიკა კორსანტია, რომელიც პირველად მოექცა სპეციალისტთა ყურადღების არეალში და კარგი ჭიდაობით მოწონებაც დაიმსახურა.
ამ შეჯიბრებით ჩვენმა ნაკრებმა დაამთავრა ევროპირველობისთვის მზადების ის ეტაპი, რომელიც სატურნირო შემოწმებას ისახავდა მიზნად. ბოსნიაში გაფრენამდე გუნდი მხოლოდ შეკრებას გაივლის, შეჯიბრებებში კი აღარ გამოვა. ბოსნიაში წასაყვანი გუნდიც, არსებითად, უკვე ცნობილია, მაგრამ კრავეიშვილი მის დასახელებას ჯერ არ ჩქარობს - შეკრების დასრულებას ელოდება და ამას მერე გააკეთებს.
კვარცხლბეკი
42 კგ. 1. მურად ბაზაროვი (აზერბაიჯანი), 2. ბაკურ გოგოლი, 3. ედნარ შავაძე (ორივე საქართველო), რამიზ მამედოვი (აზერბაიჯანი).
46 კგ. 1. მურად მამედოვი (აზერბაიჯანი), 2. საიედ გონტი (ირანი), 3. ვანგიფ სიმონიანი, ალბერტ ვარდანიანი (ორივე - სომხეთი).
50 კგ. 1. კილიკ ბერეკი (თურქეთი), 2. ტურალ ნაჯაფ-ოღლი (აზერბაიჯანი), 3. დავით შვანგირაძე (საქართველო), დამირ ნაბერლაკი (ირანი).
54 კგ. რაშად სიგუნოვი (აზერბაიჯანი), 2. ბაჩანა ფუტკარაძე (საქართველო), 3. ტოგულ დემიროვი (აზერბაიჯანი), ვაზგენ ხაჩატურიანი (სომხეთი).
58 კგ. 1. როვშან ბაგიევი, 2 რამიზ აჰმედოვი (ორივე - აზერბაიჯანი), 3. ამირან შავაძე (საქართველო), რაუჰან როიერი (ირანი).
63 კგ. 1. ფირუზ წულუკიძე (საქართველო), 2. დოგან გიოქტასი (თურქეთი), 3. ზეზვა აბრამიშვილი (საქართველო), ისმაილ გოჩასლანი
(თურქეთი).
69 კგ. 1. საიდ მურად ბაგმანოვი (აზერბაიჯანი), 2. მოსაიედ მორადი (ირანი), 3. გაგიკ ღარიბიანი, სარქის კოჩარიანი (ორივე - სომხეთი).
76 კგ. 1. ემრე ნიუნუზ თორგუ, 2. სარის დოგრანი (ორივე - თურქეთი), 3. ლაშა გობაძე (საქართველო), სულეიმან ოიმატი (თურქეთი).
85 კგ. რობერტ ქობლიაშვილი (საქართველო), 2. გორგიმარატ გორგიევი, 3. რუიალ ნოვრუზოვი (ორივე - აზერბაიჯანი), ნაურ ელიგულაშვილი (ისრაელი).
100 კგ. 1. კირსან მიმინი (თურქეთი), 2. ნიკა კორსანტია, 3. მუხრან ჯანგულიძე (ორივე - საქართველო), თურან თორგული (თურქეთი).